უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - ივნისის მონაცემები

© Investigation Service of the Ministry of Financeკონტრაბანდული სიგარეტი
კონტრაბანდული სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2023
გამოწერა
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ივნისში ქვეყნის მასშტაბით მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა–გადაზიდვა–რეალიზაციის 30 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტებზე 28 პირი პასუხისგებაშია მიცემული, მათგან 11 პირი დაკავებულია.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოიღეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 40.897 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 200 ათას ლარს აღემატება.
გამოძიება სსკ-ის მე-200 (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა) მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0