საქართველოდან ატმისა და მოცვის ექსპორტი გაიზარდა

© photo: Sputnik / Egor Eremov / გადასვლა მედიაბანკშიმოცვი
მოცვი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2023
გამოწერა
1 მაისიდან დღემდე საქართველოდან 3.635 ტონა ატამი და 2.346 ტონა მოცვი გავიდა.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველომ ბოლო ორ თვეში ატმისა და მოცვის ექსპორტისგან 18 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 1 მაისიდან დღემდე საქართველოდან განხორციელდა 3.635 ტონა ატმის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 3,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმის მოცულობა 510 ტონით (16%), ხოლო ღირებულება – 460 ათასი აშშ დოლარით (13%) გაიზარდა.
ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (3.136 ტონა), სომხეთსა (480 ტონა) და ბელარუსში (20 ტონა).
რაც შეეხება მოცვს, 1 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 2.346 ტონა მოცვი გავიდა, რომლის ღირებულებამ 14,4 მლნ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.766 ტონით (4-ჯერ), ხოლო ღირებულება – 10,7 მლნ აშშ დოლარით (3,9-ჯერ) გაიზარდა.
ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (2,2 ათასი ტონა), პოლონეთში (37 ტონა), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (33,3 ტონა), ნიდერლანდში (24,5 ტონა), სომხეთში (15,5 ტონა), გერმანიაში (11,1 ტონა), კატარში (4,3 ტონა), საუდის არაბეთში (3,2 ტონა), ბაჰრეინში (2,7 ტონა). კიდევ 3 ტონა გავიდა სხვა ქვეყნებში.
ყველა ახალი ამბავი
0