https://sputnik-georgia.com/20230706/-------279317432.html
ცოლის საზარელი მკვლელობის მცდელობა: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ცოლის საზარელი მკვლელობის მცდელობა: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ის კლინიკაში მკურნალობდა. 06.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-06T23:48+0400
2023-07-06T23:48+0400
2023-07-07T02:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24469/89/244698968_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_a2d646b7aea51ece61c2b3672f1e11f2.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. მამაკაცს, რომელმაც ცოლის მკვლელობა ჩაქუჩით, სახრახნისითა და დანით სცადა, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, ჩაქუჩით და სახრახნისით სხეულის სხვადასხვა არეში 33 ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.ადვოკატების თქმით, მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ის კლინიკაში მკურნალობდა. ამჟამად ის დუმილის უფლებას იყენებს, ადვოკატების თქმით, მომხდართან დაკავშირებით მას არაფერი ახსოვს. იმის დასადგენად, დანაშაულის ჩადენის მომენტში, იმყოფებოდა თუ არა ის შერაცხად მდგომარეობაში, მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება.თბილისში მამაკაცმა ცოლს სახრახნისით 33 ჭრილობა მიაყენა: დამნაშავე დაკავებულია >>დაკავებულს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ჩადენილს განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.შეურაცხადად აღიარების შემთხვევაში მას ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებითი მკურნალობა დაენიშნება, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24469/89/244698968_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_e43f08b7de040b99ce544e535f5a77b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ცოლის საზარელი მკვლელობის მცდელობა: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
23:48 06.07.2023 (განახლებულია: 02:30 07.07.2023) მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ის კლინიკაში მკურნალობდა.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. მამაკაცს, რომელმაც ცოლის მკვლელობა ჩაქუჩით, სახრახნისითა და დანით სცადა, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, ჩაქუჩით და სახრახნისით სხეულის სხვადასხვა არეში 33 ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
ადვოკატების თქმით, მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ის კლინიკაში მკურნალობდა. ამჟამად ის დუმილის უფლებას იყენებს, ადვოკატების თქმით, მომხდართან დაკავშირებით მას არაფერი ახსოვს. იმის დასადგენად, დანაშაულის ჩადენის მომენტში, იმყოფებოდა თუ არა ის შერაცხად მდგომარეობაში, მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება.
დაკავებულს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ჩადენილს განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეურაცხადად აღიარების შემთხვევაში მას ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებითი მკურნალობა დაენიშნება, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადით.