https://sputnik-georgia.com/20230706/-------279315396.html
ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ქარბორბალამ გადაუარა - ვიდეო
ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ქარბორბალამ გადაუარა - ვიდეო
Sputnik საქართველო
სოფელ ვაჩიანში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, წაქცეულია ელექტროგაყვანილობის ბოძები. 06.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-06T22:16+0400
2023-07-06T22:16+0400
2023-07-06T22:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
სტიქიური მოვლენები
საქართველოს რეგიონები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/19/259898675_0:0:960:540_1920x0_80_0_0_7ce4006966895063743afee1923f3536.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში ქარბორბალამ საცხოვრებელ სახლებს, ავტოფარეხებს და საქონლის სადგომებს სახურავი გადახადა, იუწყება „სამხრეთის კარიბჭე“.ახალქალაქის საკრებულოს ცნობით, დაზარალებულია 25 ოჯახი. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.სოფელში ქარბორბალა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, თუმცა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ადგილობრივებისთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინა. ქარს სეტყვა მოჰყვა, რამაც ადგილობრივებს მოსავლის დიდი ნაწილი გაუნადგურა. სოფელში სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა.ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შექმნილი კომისია მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს ითვლის. თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, დაზარალებულებს ფინანსური დახმარება გაეწევა.ძლიერი წვიმა და ქარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მეორე კვირაა გრძელდება. სტიქიის შედეგად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი დაზარალდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/19/259898675_143:0:863:540_1920x0_80_0_0_23788d50b33f87e1452dac3fcc1cc1fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში
ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ქარბორბალამ გადაუარა - ვიდეო
22:16 06.07.2023 (განახლებულია: 22:54 06.07.2023) სოფელ ვაჩიანში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, წაქცეულია ელექტროგაყვანილობის ბოძები.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში ქარბორბალამ საცხოვრებელ სახლებს, ავტოფარეხებს და საქონლის სადგომებს სახურავი გადახადა, იუწყება „სამხრეთის კარიბჭე“.
ახალქალაქის საკრებულოს ცნობით, დაზარალებულია 25 ოჯახი. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
სოფელში ქარბორბალა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, თუმცა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ადგილობრივებისთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინა. ქარს სეტყვა მოჰყვა, რამაც ადგილობრივებს მოსავლის დიდი ნაწილი გაუნადგურა. სოფელში სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შექმნილი კომისია მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს ითვლის. თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, დაზარალებულებს ფინანსური დახმარება გაეწევა.
ძლიერი წვიმა და ქარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მეორე კვირაა გრძელდება. სტიქიის შედეგად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი დაზარალდა.