https://sputnik-georgia.com/20230706/-------279314319.html
მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე: გამოძიებას სპეცსამსახური გააგრძელებს
მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე: გამოძიებას სპეცსამსახური გააგრძელებს
Sputnik საქართველო
თავად გუგეშაშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, მიზეზად კი ეკლესიის წინააღმდეგ მშვილდაძის გამონათქვამები დაასახელა. 06.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-06T20:59+0400
2023-07-06T20:59+0400
2023-07-06T22:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24701/29/247012978_0:74:1418:872_1920x0_80_0_0_393901014cb7989e6af3a6831954b0d8.jpg
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია „ფორმულის“ თანადამფუძნებლის მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს საქმეებს, რომლებიც სამოხელეო დანაშაულს ან სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს უკავშირდება. საქმის საგამოძიებო სამსახურისთვის გადაცემა საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა, ვინაიდან, მისი აზრით, თავდასხმა შესაძლოა მშვილდაძის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდეს.ახლა საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური განახორციელებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბრალდებულმა ნიკოლოზ გუგეშაშვილმა საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა.სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია). თავად გუგეშაშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, მიზეზად კი ეკლესიის წინააღმდეგ მშვილდაძის გამონათქვამები დაასახელა. სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24701/29/247012978_79:0:1339:945_1920x0_80_0_0_5223c1a4f2698da55b829de5f6412ca0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე: გამოძიებას სპეცსამსახური გააგრძელებს
20:59 06.07.2023 (განახლებულია: 22:38 06.07.2023) თავად გუგეშაშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, მიზეზად კი ეკლესიის წინააღმდეგ მშვილდაძის გამონათქვამები დაასახელა.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია „ფორმულის“ თანადამფუძნებლის მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს საქმეებს, რომლებიც სამოხელეო დანაშაულს ან სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს უკავშირდება. საქმის საგამოძიებო სამსახურისთვის გადაცემა საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა, ვინაიდან, მისი აზრით, თავდასხმა შესაძლოა მშვილდაძის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდეს.
ახლა საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური განახორციელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბრალდებულმა ნიკოლოზ გუგეშაშვილმა საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია). თავად გუგეშაშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, მიზეზად კი ეკლესიის წინააღმდეგ მშვილდაძის გამონათქვამები დაასახელა. სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.