https://sputnik-georgia.com/20230706/--------279315221.html
სემეკმა კომპანიები „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ დააჯარიმა
სემეკმა კომპანიები „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ დააჯარიმა
Sputnik საქართველო
კომპანიებს ელექტროენერგიის საიმედოობის 2022 წლის მაჩვენებლებზე ნეგატიურად მოქმედი ფაქტორების ანალიზისა და მათი გამოსწორების გეგმა-გრაფიკის კომისიაში წარმოდგენა... 06.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-06T22:08+0400
2023-07-06T22:08+0400
2023-07-06T22:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
სემეკი
საქართველოს ენერგეტიკა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/09/251975422_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_671e5f8c664d4d6de8ee6d627cf8da6b.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ელექტროგამანაწილებელი კომპანიები „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლების გაუარესებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასრულყოფილი ინფორმაციის დაფიქსირების გამო თითოეული 75 ათასი ლარით დაჯარიმდნენ, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებაში.კომპანიებმა დაკისრებული ჯარიმები სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ.სემეკის თავმჯდომარის დევით ნარმანიას გადაწყვეტილებით შექმნილმა მონიტორინგის ჯგუფმა „თელასში“ და „ენერგო პრო ჯორჯიაში“ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლების კონტროლი განახორციელა.კერძოდ, შეისწავლა კომპანიების მიერ 2022 წლის განმავლობაში ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის შესახებ ინფორმაცია – ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიის მომარაგების საშუალო ხანგრძლივობა (SAIDI წუთი/მომხმარებელი) და ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირე (SAIFI გამორთვა/მომხმარებელი).შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები 2022 წელს 2021 წელთან შედარებით გაუარესებული იყო. ამასთანავე, აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არ იყო სრულად ასახული ინფორმაცია.კომპანიებს დაევალათ ელექტროენერგიის საიმედოობის 2022 წლის მაჩვენებლებზე ნეგატიურად მოქმედი ფაქტორების ანალიზისა და მათი გამოსწორების გეგმა-გრაფიკის კომისიაში წარმოდგენა 2023 წლის 1 სექტემბრამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/09/251975422_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_1770f99a00cff50bd7d42bbf0bbdccfe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სემეკი, საქართველოს ენერგეტიკა, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სემეკი, საქართველოს ენერგეტიკა, საზოგადოება
სემეკმა კომპანიები „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ დააჯარიმა
22:08 06.07.2023 (განახლებულია: 22:52 06.07.2023) კომპანიებს ელექტროენერგიის საიმედოობის 2022 წლის მაჩვენებლებზე ნეგატიურად მოქმედი ფაქტორების ანალიზისა და მათი გამოსწორების გეგმა-გრაფიკის კომისიაში წარმოდგენა დაევალათ.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ელექტროგამანაწილებელი კომპანიები „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლების გაუარესებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასრულყოფილი ინფორმაციის დაფიქსირების გამო თითოეული 75 ათასი ლარით დაჯარიმდნენ, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებაში.
კომპანიებმა დაკისრებული ჯარიმები სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ.
სემეკის თავმჯდომარის დევით ნარმანიას გადაწყვეტილებით შექმნილმა მონიტორინგის ჯგუფმა „თელასში“ და „ენერგო პრო ჯორჯიაში“ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლების კონტროლი განახორციელა.
კერძოდ, შეისწავლა კომპანიების მიერ 2022 წლის განმავლობაში ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის შესახებ ინფორმაცია – ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიის მომარაგების საშუალო ხანგრძლივობა (SAIDI წუთი/მომხმარებელი) და ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირე (SAIFI გამორთვა/მომხმარებელი).
შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები 2022 წელს 2021 წელთან შედარებით გაუარესებული იყო. ამასთანავე, აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არ იყო სრულად ასახული ინფორმაცია.
კომპანიებს დაევალათ ელექტროენერგიის საიმედოობის 2022 წლის მაჩვენებლებზე ნეგატიურად მოქმედი ფაქტორების ანალიზისა და მათი გამოსწორების გეგმა-გრაფიკის კომისიაში წარმოდგენა 2023 წლის 1 სექტემბრამდე.