https://sputnik-georgia.com/20230706/--------279315010.html
საქართველოს და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებმა თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს
საქართველოს და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებმა თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს
Sputnik საქართველო
დეკლარაციის მიზანი თემატურ საკითხებზე ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა. 06.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-06T21:49+0400
2023-07-06T21:49+0400
2023-07-06T22:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
უნგრეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/06/279312212_0:213:2048:1366_1920x0_80_0_0_940b066cbe5147f093ec3febc3b5e6a1.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და იუდიტ ვარგამ, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი დეკლარაცია ლოგიკური გაგრძელებაა იმ მჭიდრო და სწრაფად მზარდი თანამშრომლობისა, რომელიც საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრებს შორის 2021 წელს ვენეციაში გამართულ ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში დაიწყო.უწყების თანახმად, დეკლარაციის მიზანი ორ სახელმწიფოს შორის იუსტიციის სფეროში შემავალ კონკრეტულ თემატურ საკითხებზე ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დაგეგმილი მთავრობათშორისი შეხვედრის მომზადებაა.დღეისათვის საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების ინიციატივითა და ძალისხმევით, ნათქვამია ინფორმაციაში.დოკუმენტის ხელმოწერამდე რატი ბრეგაძემ და იუდიტ ვარგამ შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ამ პროცესში პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, უნგრეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ანა სიკო.საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთშორისი კომისია.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/06/279312212_220:197:1779:1366_1920x0_80_0_0_3b0a97622e6cf95f7d3afef6aee823a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, უნგრეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, უნგრეთი
საქართველოს და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებმა თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს
21:49 06.07.2023 (განახლებულია: 22:47 06.07.2023) დეკლარაციის მიზანი თემატურ საკითხებზე ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და იუდიტ ვარგამ, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი დეკლარაცია ლოგიკური გაგრძელებაა იმ მჭიდრო და სწრაფად მზარდი თანამშრომლობისა, რომელიც საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრებს შორის 2021 წელს ვენეციაში გამართულ ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში დაიწყო.
უწყების თანახმად, დეკლარაციის მიზანი ორ სახელმწიფოს შორის იუსტიციის სფეროში შემავალ კონკრეტულ თემატურ საკითხებზე ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დაგეგმილი მთავრობათშორისი შეხვედრის მომზადებაა.
დღეისათვის საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების ინიციატივითა და ძალისხმევით, ნათქვამია ინფორმაციაში.
დოკუმენტის ხელმოწერამდე რატი ბრეგაძემ და იუდიტ ვარგამ შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ამ პროცესში პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, უნგრეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ანა სიკო.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთშორისი კომისია.