მაღალი ტემპერატურა და წვიმა ელჭექით: როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2023
გამოწერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. აღმოსავლეთ საქართველოში 10 ივლისამდე შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უქმეებზე ჰაერის ტემპერატურა პლუს 30-35 გრადუსი იქნება.
უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში 6-7 ივლისს მაღალი ტემპერატურის (პლუს 35-37) ფონზე ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 8-9 ივლისს ტემპერატურა პლუს 25-30 გრადუსამდე დაიკლებს, ასევე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უნალექო ამინდი მხოლოდ 7 ივლისს იქნება, დანარჩენ დღეებში კი ნავარაუდებია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით ჰაერის ტემპერატურა პლუს 32-34 გრადუსი დაფიქსირდება.
ყველა ახალი ამბავი
0