https://sputnik-georgia.com/20230705/saqartvelosi-lurji-mocvis-bazris-seswavla-daiwyo-279282097.html
საქართველოში ლურჯი მოცვის ბაზრის შესწავლა დაიწყო
საქართველოში ლურჯი მოცვის ბაზრის შესწავლა დაიწყო
Sputnik საქართველო
დღეს ადგილობრივ ბაზარზე კენკრის ყიდვა 20-ის ნაცვლად 7–10 ლარად არის შესაძლებელი. 05.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-05T19:06+0400
2023-07-05T19:06+0400
2023-07-05T22:03+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252365760_0:912:2048:2064_1920x0_80_0_0_7ecacaaf6457f8cbec1970ce1b3285fd.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფერმერების მომართვის საფუძველზე ლურჯი მოცვის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.მოცვის მოშენება ბოლო დროს საქართველოში პოპულარული გახდა. პროდუქციის ძირითადი იმპორტიორია რუსეთი (90%).როგორც მწარმოებლები აცხადებენ, ექსპორტის მოცულობის შემცირება მეზობელ ქვეყანაში ადგილობრივ ბაზარზე მის ღირებულებას ამცირებს. მაგალითად, 1 კგ ლურჯი მოცვის ფასი ერთ თვეზე ცოტა მეტ პერიოდში 2–3-ჯერ შემცირდა – ახლა საქართველოს ბაზარზე 1 კგ-ის ფასი 20 ლარის ნაცვლად 7–8 ლარია.მონიტორინგის ფარგლებში კონკურენციის ეროვნული სააგენტო შეაფასებს კონკურენტულ გარემოს როგორც მოცვის წარმოების, ასევე მისი ექსპორტის დონეზე. კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დამუშავდება რეკომენდაციები.ბოლო წლებში საქართველოში დიდი ყურადღება ექცევა მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რაიონში.ფერმერები, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დახმარებას იღებენ. მოცვის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენებულია იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.რაც შეეხება ლურჯი მოცვის ექსპორტს, 2020 წელს მან 3 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252365760_0:720:2048:2256_1920x0_80_0_0_0fa6bf21841bf2dc3932e38892de8a9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოში ლურჯი მოცვის ბაზრის შესწავლა დაიწყო
19:06 05.07.2023 (განახლებულია: 22:03 05.07.2023) დღეს ადგილობრივ ბაზარზე კენკრის ყიდვა 20-ის ნაცვლად 7–10 ლარად არის შესაძლებელი.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფერმერების მომართვის საფუძველზე ლურჯი მოცვის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მოცვის მოშენება ბოლო დროს საქართველოში პოპულარული გახდა. პროდუქციის ძირითადი იმპორტიორია რუსეთი (90%).
როგორც მწარმოებლები აცხადებენ, ექსპორტის მოცულობის შემცირება მეზობელ ქვეყანაში ადგილობრივ ბაზარზე მის ღირებულებას ამცირებს. მაგალითად, 1 კგ ლურჯი მოცვის ფასი ერთ თვეზე ცოტა მეტ პერიოდში 2–3-ჯერ შემცირდა – ახლა საქართველოს ბაზარზე 1 კგ-ის ფასი 20 ლარის ნაცვლად 7–8 ლარია.
„კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონიტორინგის მიზანია კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, პროდუქციის აღების პერიოდში ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
მონიტორინგის ფარგლებში კონკურენციის ეროვნული სააგენტო შეაფასებს კონკურენტულ გარემოს როგორც მოცვის წარმოების, ასევე მისი ექსპორტის დონეზე. კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დამუშავდება რეკომენდაციები.
ბოლო წლებში საქართველოში დიდი ყურადღება ექცევა მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რაიონში.
ფერმერები, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დახმარებას იღებენ. მოცვის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენებულია იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.
რაც შეეხება ლურჯი მოცვის ექსპორტს, 2020 წელს მან 3 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.