https://sputnik-georgia.com/20230705/iqcevian-rogorc-ukraineli-politikosebi-papuasvili-opoziciaze-279280072.html
იქცევიან როგორც უკრაინელი პოლიტიკოსები - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
იქცევიან როგორც უკრაინელი პოლიტიკოსები - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
Sputnik საქართველო
ოპოზიციისთვის ავტორიტეტი არის არა საქართველო, ქართული კანონმდებლობა, არამედ სხვა ქვეყნის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, მიიჩნევს პაპუაშვილი. 05.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-05T17:42+0400
2023-07-05T17:42+0400
2023-07-18T16:13+0400
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
მიხეილ სააკაშვილი
ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603833_0:193:2048:1346_1920x0_80_0_0_0f76820d3abddff7a3c334aa4d6080b1.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ქართული ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ყველანაირი კავშირი დაკარგა ქვეყანასთან, ისინი ისე იქცევიან, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსები, და მათთვის ავტორიტეტი არ არის საქართველოს კანონმდებლობა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის რეაქციაზე, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა საქართველოს ელჩთან დაკავშირებულ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე გამოხატა.ქართული ოპოზიციის ნაწილმა საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიურ სკანდალში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა. მათი თქმით, საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საზღვარგარეთ გაგზავნა. უკრაინის პრეზიდენტმა 3 ივლისს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „შეწყვიტოს სააკაშვილის შეურაცხყოფა“ და ის უკრაინას გადასცეს.ოპოზიციის წარმომადგენლებში ქართული არაფერია, მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე.მათ აჩვენეს, რომ მზად არიან ერთ წუთში გაყიდონ თავიანთი ქვეყნის მოქალაქე – ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი, რომლის და ასევე ავიაგადამზიდის წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლებამ 2023 წლის 1 ივლისს სანქციები დააწესა, არც დაფიქრებულან მის უფლებებზე, აღნიშნა პაპუაშვილმა.კერძოდ საუბარია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრზე ხატია დეკანოიძეზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ავიაკომპანიის მიმართ სანქციებში მისი ხელმძღვანელობაა დამნაშავე.მათი სახატე არა ქართული დროშა და ჰიმნი, არამედ სხვა ქვეყნის დროშები და ჰიმნებია, დაამატა სპიკერმა.უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სანქციების შესახებ განკარგულება ძალაში შაბათს, 1 ივლისს შევიდა. განკარგულების თანახმად, კომპანია 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს უკრაინის ტერიტორიის გავლით აქტივების განკარგვას, სავაჭრო ოპერაციების განხორციელებას, ფრენების, მათ შორის ტრანზიტული ფრენების განხორციელებას და ქვეყნიდან კაპიტალის ექსპორტს.ზელენსკი მორალურ საზღვრებს გასცდა - პაპუაშვილი>>ხოლო 3 ივლისს ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში და გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მტკიცე პროტესტი. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადასცეს მათ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რათა მას უმკურნალონ. სამშაბათს ქართველ დიპლომატს უკრაინის დატოვება შესთავაზეს 48 საათში თბილისთან კონსულტაციებისთვის. ელჩმა უკრაინა 4 ივლისს დატოვა.სააკაშვილის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.სპეკულაციებს სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ სტრასბურგის სასამართლომ უპასუხა - თალაკვაძე>>მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.ოპოზიციის ნაწილი მრავალი თვე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი პატიმრობაში წამების მსხვერპლია, მაგრამ 2023 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობაზე ან საქართველოს სხვა კლინიკაში გადაყვანაზე უარი უთხრა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603833_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_820d2e9bd00dddfb5553fe58393c449f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , მიხეილ სააკაშვილი , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , მიხეილ სააკაშვილი , ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
იქცევიან როგორც უკრაინელი პოლიტიკოსები - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
17:42 05.07.2023 (განახლებულია: 16:13 18.07.2023) ოპოზიციისთვის ავტორიტეტი არის არა საქართველო, ქართული კანონმდებლობა, არამედ სხვა ქვეყნის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, მიიჩნევს პაპუაშვილი.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ქართული ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ყველანაირი კავშირი დაკარგა ქვეყანასთან, ისინი ისე იქცევიან, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსები, და მათთვის ავტორიტეტი არ არის საქართველოს კანონმდებლობა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის რეაქციაზე, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა საქართველოს ელჩთან დაკავშირებულ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე გამოხატა.
ქართული ოპოზიციის ნაწილმა საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიურ სკანდალში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა. მათი თქმით, საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საზღვარგარეთ გაგზავნა. უკრაინის პრეზიდენტმა 3 ივლისს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „შეწყვიტოს სააკაშვილის შეურაცხყოფა“ და ის უკრაინას გადასცეს.
„ყველანაირი კავშირი საქართველოსთან დაკარგული აქვთ. მათთვის ავტორიტეტი არის არა საქართველო, ქართული კანონმდებლობა, არამედ სხვა ქვეყნის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი და ა.შ.“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენლებში ქართული არაფერია, მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე.
„ოპოზიციის ეს ნაწილი ფაქტობრივად არა ქართველი პოლიტიკოსები არიან, არამედ იქცევიან როგორც უკრაინელი პოლიტიკოსები და არანაირი ქართული მათში არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მათ აჩვენეს, რომ მზად არიან ერთ წუთში გაყიდონ თავიანთი ქვეყნის მოქალაქე – ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი, რომლის და ასევე ავიაგადამზიდის წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლებამ 2023 წლის 1 ივლისს სანქციები დააწესა, არც დაფიქრებულან მის უფლებებზე, აღნიშნა პაპუაშვილმა.
კერძოდ საუბარია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრზე ხატია დეკანოიძეზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ავიაკომპანიის მიმართ სანქციებში მისი ხელმძღვანელობაა დამნაშავე.
„ისინი მზად არიან საკუთარი მოქალაქე ერთ წამში გაყიდონ იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის დეპუტატმა რაღაც თქვა. ოპოზიციისთვის საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა არანაირი ავტორიტეტი არ არის. ავტორიტეტი უცხო ქვეყნის პრეზიდენტი, პარლამენტია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მათი სახატე არა ქართული დროშა და ჰიმნი, არამედ სხვა ქვეყნის დროშები და ჰიმნებია, დაამატა სპიკერმა.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სანქციების შესახებ განკარგულება ძალაში შაბათს, 1 ივლისს შევიდა. განკარგულების თანახმად, კომპანია 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს უკრაინის ტერიტორიის გავლით აქტივების განკარგვას, სავაჭრო ოპერაციების განხორციელებას, ფრენების, მათ შორის ტრანზიტული ფრენების განხორციელებას და ქვეყნიდან კაპიტალის ექსპორტს.
ხოლო 3 ივლისს ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში და გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მტკიცე პროტესტი. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადასცეს მათ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რათა მას უმკურნალონ. სამშაბათს ქართველ დიპლომატს უკრაინის დატოვება შესთავაზეს 48 საათში თბილისთან კონსულტაციებისთვის. ელჩმა უკრაინა 4 ივლისს დატოვა.
სააკაშვილის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
ოპოზიციის ნაწილი მრავალი თვე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი პატიმრობაში წამების მსხვერპლია, მაგრამ 2023 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობაზე ან საქართველოს სხვა კლინიკაში გადაყვანაზე უარი უთხრა.