https://sputnik-georgia.com/20230705/------5---279254068.html
დეოლიგარქიზაცია - „ქართული ოცნება“ ევროკავშირის №5 პირობის შესრულებაზე
დეოლიგარქიზაცია - „ქართული ოცნება“ ევროკავშირის №5 პირობის შესრულებაზე
Sputnik საქართველო
ხელისუფლებამ უარი თქვა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებაზე, რადგან ევროკავშირის სტრუქტურებმა მასში პერსონალური მიდგომა დაინახეს. 05.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-05T10:10+0400
2023-07-05T10:10+0400
2023-07-05T16:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24706/26/247062653_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_6f4b01fb547cd3dddd655e09f9995a69.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მზადაა შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები დეოლიგარქიზაციის შესახებ, მაგრამ სისტემურ მიდგომაზე სამუშაოდ მეტი კონკრეტიკაა საჭირო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის 12 პირობის შესრულების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე.დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან რიგით მეხუთეა. ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით შეზღუდული პროგრესია მიღწეული. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ხელისუფლების უარი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიღებაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია სისტემური და არა პერსონალური მიდგომის გამოყენება.საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წლის დეკემბერში ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.კორუფციასთან ბრძოლა – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მე-4 პირობის შესრულებაზე >>2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. განაცხადები სამმა ქვეყანამ თითქმის ერთდროულად შეიტანა, მაგრამ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.მეტი კონკრეტიკაა საჭირორეკომენდაცია: „დეოლიგარქიზაციის“ ერთგულების ხორცშესხმა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით.რა გაკეთდა: ხელისუფლებამ უარი თქვა მესამე, საბოლოო მოსმენით „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებაზე და ევროკავშირის მკაფიო რეკომენდაციების მიღების შემდეგ გამოთქვა მზადყოფნა, დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ემუშავა.„ქართული ოცნება“ შეუდგა მუშაობას მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პირობები გამოცხადდა. დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტის შესასრულებლად ქართულმა მხარემ გადმოიღო უკრაინის კანონი, რომელსაც იმ დროისათვის უკვე ჰქონდა მიღებული ევროკავშირის თანხმობა, მაგრამ ვენეციის კომისიის დასკვნა ჯერ მზად არ იყო.ვენეციის კომისიამ საქართველოს მისცა რეკომენდაცია, არ მიიღოს ეს კანონი, ხოლო უკრაინას 2021 წელს მიღებული კანონის რეალიზაციის გადადება ურჩია.კობახიძემ აღნიშნა, რომ პერსონალურის ნაცვლად სისტემური მიდგომის გამოყენება ურჩიეს სამივე ქვეყანას – საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას.„ეს რეკომენდაცია გაიცა სამივე ქვეყნისთვის თანაბრად, მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაა თითოეულ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კვლევებსა და რეიტინგებში საქართველო უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას და რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა.მან მაგალითად მოიყვანა რეიტინგები, რომლებიც ეხება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, ღიაობას, გამჭვირვალობას, მთავრობის კეთილსინდისიერების და მექრთამეობის რისკების ფაქტორს, კორუფციისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის, სახელმწიფო სერვისების სფეროს მიმართულებას და სხვ.„ეს არის არსებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის დახვეწის რესურსი და მზად ვართ ამაზე სამუშაოდ, თუმცა ჩვენ დაგვჭირდება მეტი კონკრეტიკა, რა იგულისხმება სისტემური რეფორმის ქვეშ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისი თქმით, საჭიროა კონკრეტიკა, რადგან დეოლიგარქიზაცია თავისთავად პერსონალურ მიდგომას გულისხმობს.კანონპროექტი დეტალებშივენეციის კომისიამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მისი პირველი დასკვნის შემდეგ დამუშავებული ვერსიაც დაიწუნა. მასში ნათქვამია, რომ „ოლიგარქი“ არის ფიზიკური პირი, რომელიც ოთხიდან მინიმუმ სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში; გავლენა მედიაზე; მისი პირადი თუ კომპანიის აქტივების ოდენობა მილიონჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს.კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მოქალაქეს აღიარებს ანტიკორუფციული ბიურო, სრულფასოვანი კვლევის შემდეგ. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია ორი ინსტანციის სასამართლოში.კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქებს უფლება აქვთ დააფინანსონ პარტიები, საარჩევნო კამპანიები და საპროტესტო აქციები. ერთადერთი აკრძალვა ეხება მსხვილმასშტაბიანი პრივატიზების პროექტებში მონაწილეობას.ამასთან, სახელმწიფოს პირველ პირებს და მაღალჩინოსნებს მოეთხოვებათ ოლიგარქებთან კონტაქტის თაობაზე მოხსენება, თუმცა საუბრის არსი მხოლოდ ოლიგარქის თანხმობით შეიძლება გასაჯაროვდეს, ნათქვამია გადამუშავებულ კანონპროექტში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24706/26/247062653_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_8f98319184787652eeb529bb2671f2fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
დეოლიგარქიზაცია - „ქართული ოცნება“ ევროკავშირის №5 პირობის შესრულებაზე
10:10 05.07.2023 (განახლებულია: 16:57 05.07.2023) ხელისუფლებამ უარი თქვა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებაზე, რადგან ევროკავშირის სტრუქტურებმა მასში პერსონალური მიდგომა დაინახეს.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მზადაა შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები დეოლიგარქიზაციის შესახებ, მაგრამ სისტემურ მიდგომაზე სამუშაოდ მეტი კონკრეტიკაა საჭირო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის 12 პირობის შესრულების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე.
დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან რიგით მეხუთეა. ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით შეზღუდული პროგრესია მიღწეული. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ხელისუფლების უარი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიღებაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია სისტემური და არა პერსონალური მიდგომის გამოყენება.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წლის დეკემბერში ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. განაცხადები სამმა ქვეყანამ თითქმის ერთდროულად შეიტანა, მაგრამ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
რეკომენდაცია: „დეოლიგარქიზაციის“ ერთგულების ხორცშესხმა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით.
რა გაკეთდა: ხელისუფლებამ უარი თქვა მესამე, საბოლოო მოსმენით „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებაზე და ევროკავშირის მკაფიო რეკომენდაციების მიღების შემდეგ გამოთქვა მზადყოფნა, დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ემუშავა.
„ქართული ოცნება“ შეუდგა მუშაობას მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პირობები გამოცხადდა. დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტის შესასრულებლად ქართულმა მხარემ გადმოიღო უკრაინის კანონი, რომელსაც იმ დროისათვის უკვე ჰქონდა მიღებული ევროკავშირის თანხმობა, მაგრამ ვენეციის კომისიის დასკვნა ჯერ მზად არ იყო.
„შემდეგ გაირკვა, რომ ამ კანონის მიღება არ არის მიზანშეწონილი ევროკავშირის სტრუქტურების გადმოსახედიდან და ვენეციის კომისიაც რეკომენდაციას უწევს სისტემურ მიდგომას“, – განაცხადა კობახიძემ.
ვენეციის კომისიამ საქართველოს მისცა რეკომენდაცია, არ მიიღოს ეს კანონი, ხოლო უკრაინას 2021 წელს მიღებული კანონის რეალიზაციის გადადება ურჩია.
კობახიძემ აღნიშნა, რომ პერსონალურის ნაცვლად სისტემური მიდგომის გამოყენება ურჩიეს სამივე ქვეყანას – საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას.
„ეს რეკომენდაცია გაიცა სამივე ქვეყნისთვის თანაბრად, მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაა თითოეულ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კვლევებსა და რეიტინგებში საქართველო უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას და რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა.
მან მაგალითად მოიყვანა რეიტინგები, რომლებიც ეხება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, ღიაობას, გამჭვირვალობას, მთავრობის კეთილსინდისიერების და მექრთამეობის რისკების ფაქტორს, კორუფციისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის, სახელმწიფო სერვისების სფეროს მიმართულებას და სხვ.
„ეს არის არსებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის დახვეწის რესურსი და მზად ვართ ამაზე სამუშაოდ, თუმცა ჩვენ დაგვჭირდება მეტი კონკრეტიკა, რა იგულისხმება სისტემური რეფორმის ქვეშ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საჭიროა კონკრეტიკა, რადგან დეოლიგარქიზაცია თავისთავად პერსონალურ მიდგომას გულისხმობს.
„თუ ჩვენ არ გვეცოდინება, ვინ იგულისხმება ოლიგარქებში, გაგვიჭირდება დეოლიგარქიზაციის განხორციელება. კვლავაც ვითხოვთ კონკრეტიკას ევროკომისიისგან, ევროპული სტრუქტურებისგან, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხოთ სათანადო პოზიციის ჩამოყალიბება“, – განაცხადა კობახიძემ.
ვენეციის კომისიამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მისი პირველი დასკვნის შემდეგ დამუშავებული ვერსიაც დაიწუნა. მასში ნათქვამია, რომ „ოლიგარქი“ არის ფიზიკური პირი, რომელიც ოთხიდან მინიმუმ სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში; გავლენა მედიაზე; მისი პირადი თუ კომპანიის აქტივების ოდენობა მილიონჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს.
კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მოქალაქეს აღიარებს ანტიკორუფციული ბიურო, სრულფასოვანი კვლევის შემდეგ. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია ორი ინსტანციის სასამართლოში.
კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქებს უფლება აქვთ დააფინანსონ პარტიები, საარჩევნო კამპანიები და საპროტესტო აქციები. ერთადერთი აკრძალვა ეხება მსხვილმასშტაბიანი პრივატიზების პროექტებში მონაწილეობას.
ამასთან, სახელმწიფოს პირველ პირებს და მაღალჩინოსნებს მოეთხოვებათ ოლიგარქებთან კონტაქტის თაობაზე მოხსენება, თუმცა საუბრის არსი მხოლოდ ოლიგარქის თანხმობით შეიძლება გასაჯაროვდეს, ნათქვამია გადამუშავებულ კანონპროექტში.