https://sputnik-georgia.com/20230705/-------279277325.html
არჩილ მესტვირიშვილი: წლის ბოლომდე ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი იქნება
არჩილ მესტვირიშვილი: წლის ბოლომდე ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი იქნება
Sputnik საქართველო
ამჟამად ინფლაციის შემცირების მთავარი მიზეზი ლარის გაცვლითი კურსის გამყარებაა, რაც იმპორტირებული საქონლის ფასების კლებაზე დადებითად მოქმედებს. 05.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-05T16:42+0400
2023-07-05T16:42+0400
2023-07-05T21:38+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/18/277995396_176:112:836:483_1920x0_80_0_0_68dae65ac7ec07eda255fccccae0d12c.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. 2023 წლის განმავლობაში საქართველოში ინფლაცია 3%-იან ნიშნულზე დაბალი იქნება, 2024 წელს კი მიზნობრივ მაჩვენებელს მიახლოვდება, განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.წლიური ინფლაციის დონემ ივნისში 0,6% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). საქართველოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 1%-ზე დაბალი ბოლოს 2016 წლის ოქტომბერში იყო, როდესაც მან 0,2% შეადგინა.მისი თქმით, ამჟამად ინფლაციის შემცირების მთავარი მიზეზი ლარის გაცვლითი კურსის გამყარებაა, რაც იმპორტირებული საქონლის ფასების კლებაზე დადებითად მოქმედებს.„ინფლაციის კლების ძირითადი მდგენელია საბაზო ეფექტი, რაც დაკავშირებულია იმპორტირებული პროდუქციის ფასებთან, რომელიც უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე ეს ადრე იყო მოსალოდნელი“, – აღნიშნა რეგულატორმა.ეროვნული ბანკის მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური სცენარის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში საშუალო ინფლაციის დონე ქვეყანაში 2,8%-ის დონეზეა მოსალოდნელი, 2024 წელს – 3,2%, ხოლო 2025 წელს – 3,3%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/18/277995396_258:121:763:500_1920x0_80_0_0_466893789a5c27c80e6391d942f90541.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
არჩილ მესტვირიშვილი: წლის ბოლომდე ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი იქნება
16:42 05.07.2023 (განახლებულია: 21:38 05.07.2023) ამჟამად ინფლაციის შემცირების მთავარი მიზეზი ლარის გაცვლითი კურსის გამყარებაა, რაც იმპორტირებული საქონლის ფასების კლებაზე დადებითად მოქმედებს.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. 2023 წლის განმავლობაში საქართველოში ინფლაცია 3%-იან ნიშნულზე დაბალი იქნება, 2024 წელს კი მიზნობრივ მაჩვენებელს მიახლოვდება, განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.
წლიური ინფლაციის დონემ ივნისში 0,6% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). საქართველოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 1%-ზე დაბალი ბოლოს 2016 წლის ოქტომბერში იყო, როდესაც მან 0,2% შეადგინა.
„ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რა ხდება ადგილობრივი პროდუქციის ფასების ინფლაციის მხრივ, რომელსაც აქვს შემცირების ტრაექტორია. მოსალოდნელია, რომ ეს შემცირების ტრაექტორია წლის განმავლობაში გაგრძელდება. წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი იქნება, ხოლო მომავალ წელს – მიზნობრივთან ახლოს. ეს არის ჩვენი ახლანდელი პროგნოზი”, – განაცხადა მესტვირიშვილმა მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
მისი თქმით, ამჟამად ინფლაციის შემცირების მთავარი მიზეზი ლარის გაცვლითი კურსის გამყარებაა, რაც იმპორტირებული საქონლის ფასების კლებაზე დადებითად მოქმედებს.
„ინფლაციის კლების ძირითადი მდგენელია საბაზო ეფექტი, რაც დაკავშირებულია იმპორტირებული პროდუქციის ფასებთან, რომელიც უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე ეს ადრე იყო მოსალოდნელი“, – აღნიშნა რეგულატორმა.
ეროვნული ბანკის მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური სცენარის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში საშუალო ინფლაციის დონე ქვეყანაში 2,8%-ის დონეზეა მოსალოდნელი, 2024 წელს – 3,2%, ხოლო 2025 წელს – 3,3%.