საქართველო და მოლდოვა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველო და მოლდოვა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
საქართველო და მოლდოვა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2023
გამოწერა
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის ვრცელ სპექტრს და განვითარების შესაძლებლობებს მოიცავს, განაცხადეს უწყებაში.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მოლდოვის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრომ კიშინიოვში გამართულ მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ფარგლებში ხელი მოაწერეს ეკონომიკურ, ტექნიკურ და სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე.
საქართველო-მოლდოვის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა მეორედ ტარდება. პირველად იგი თბილისში 2017 წელს ჩატარდა.
ამჯერად მოლდოვაში მიმდინარე სხდომას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, მასპინძელი ქვეყნის მხრიდან კი პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის განვითარებისა და გაციფროვნების მინისტრი დიმიტრუ ალაიბა ხელმძღვანელობენ.
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველო და მოლდოვა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
Грузия и Молдова углубляют экономическое сотрудничество - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2023
საქართველო და მოლდოვა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
კომისიის მუშაობის ფარგლებში ხელი მოეწერა Invest Moldova-სა და „აწარმოე საქართველოში" სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და ექსპორტის ხელშემწყობი აქტივობების გაღრმავების მიზნით.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომისია პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება-გაღრმავების მნიშვნელოვანი და ეფექტური პლატფორმაა.
ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ კომისიის ფარგლებში საქართველოსა და მოლდოვას შორის მოლაპარაკებები გაიმართა სავაჭრო და ეკონომიკური სფეროს არაერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებით, როგორიცაა: ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, კულტურა, ტურიზმი და ა.შ.
შესაბამისად, მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ამ სექტორებში თანამშრომლობის ვრცელ სპექტრს და განვითარების შესაძლებლობებს მოიცავს, აღნიშნეს უწყებაში.
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველო და მოლდოვა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
Грузия и Молдова углубляют экономическое сотрудничество - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2023
საქართველო და მოლდოვა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
გარდა ამისა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა ის საერთაშორისო გეოპოლიტიკური ვითარება და კონტექსტი, რომლის ფარგლებშიც საქართველო და მოლდოვა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით მუშაობენ, კერძოდ, ეს არის საერთო საგარეო-პოლიტიკური მისწრაფება, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნები მალე შეუერთდებიან ევროპულ ოჯახს. დღევანდელმა შეხვედრამ გააღრმავა ჩვენი მეგობრობა და შექმნა ახალი შესაძლებლობები მომავალი თანამშრომლობისთვის", – განაცხადა დავითაშვილმა.

კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ორივე მხარემ აღნიშნა თითოეული ქვეყნის ეკონომიკის განვთარებაში ბიზნეს-გარემოს მნიშვნელოვანი წვლილი.
ასევე აღინიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის და, შესაბამისად, ორივე ქვეყანა დაინტერესებულია ინვესტიციების მოცულობის გაზრდით როგორც საქართველოში, ისე მოლდოვაში.
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველო და მოლდოვა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
Грузия и Молдова углубляют экономическое сотрудничество - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2023
საქართველო და მოლდოვა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
დავითაშვილმა მოლდოველ კოლეგას საქართველოში არსებული სანდო, ლიბერალური ბიზნესის და საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ასევე ისაუბრა საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდის, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
ლევან დავითაშვილმა მოლდოვის დელეგაცია 2023 წლის 26-27 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმზე" მოიწვია.
საქართველო-მოლდოვის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის შემდეგი სხდომა თბილისში გაიმართება.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და მოლდოვას შორის 1992 წლის 25 ივნისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ სპორტის, კულტურის, განათლების, მეცნიერების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, უსაფრთხოების სფეროებში. ქვეყნებს შორის მოქმედებს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 35%-ით შემცირდა და 22,2 მილიონი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0