https://sputnik-georgia.com/20230705/--------279288134.html
კარლოვი-ვარის ფესტივალზე ოთხი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები
კარლოვი-ვარის ფესტივალზე ოთხი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები
Sputnik საქართველო
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მეშახტეების ქალაქის მთავარ მოედანზე აღმართულია ჯვარი წმინდანის გამოსახულებით, რომელსაც ადგილობრივები თავის მფარველად თვლიან 05.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-05T23:42+0400
2023-07-05T23:42+0400
2023-07-05T23:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23442/81/234428183_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_ea70aea04852fd91bb684e214676984e.jpg
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის „მოქალაქე წმინდანი“ მსოფლიო პრემიერა შედგება - სურათი მთავარ კონკურსში მონაწილეობს, იუწყებიან კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში.კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი კაშკაშა მოვლენაა. აქ ყოველწლიურად აჩვენებენ 200-ზე მეტ ფილმს მთელი მსოფლიოდან, საუკეთესოებს კი ტრადიციულად გადაეცემა მთავარი პრიზი – „ბროლის გლობუსი".ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მეშახტეების ქალაქის მთავარ მოედანზე აღმართულია ჯვარი წმინდანის გამოსახულებით, რომელსაც ადგილობრივები თავის მფარველად თვლიან. მაგრამ ერთ დღეს ჯვარს მოხსნიან შესაკეთებლად, წმინდანის ქანდაკება მოულოდნელად გაქრება, ქალაქის მცხოვრებლებს შორის კი იდუმალი უცნობი გამოჩნდება.ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე.თინათინ ყაჯრიშვილი არის რეჟისორი, სცენარისტი, ასევე პროდიუსერი ლაშა ხალვაშთან ერთად. ქართული ფილმის ჩვენება თბილისის დროით 22:00 საათზე შედგება.კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე კიდევ სამი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23442/81/234428183_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_e1fdba785bdd47ea99ca25dbbd134b64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქართული კინო
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქართული კინო
კარლოვი-ვარის ფესტივალზე ოთხი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მეშახტეების ქალაქის მთავარ მოედანზე აღმართულია ჯვარი წმინდანის გამოსახულებით, რომელსაც ადგილობრივები თავის მფარველად თვლიან
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის „მოქალაქე წმინდანი“ მსოფლიო პრემიერა შედგება - სურათი მთავარ კონკურსში მონაწილეობს, იუწყებიან კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში.
კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი კაშკაშა მოვლენაა. აქ ყოველწლიურად აჩვენებენ 200-ზე მეტ ფილმს მთელი მსოფლიოდან, საუკეთესოებს კი ტრადიციულად გადაეცემა მთავარი პრიზი – „ბროლის გლობუსი".
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მეშახტეების ქალაქის მთავარ მოედანზე აღმართულია ჯვარი წმინდანის გამოსახულებით, რომელსაც ადგილობრივები თავის მფარველად თვლიან. მაგრამ ერთ დღეს ჯვარს მოხსნიან შესაკეთებლად, წმინდანის ქანდაკება მოულოდნელად გაქრება, ქალაქის მცხოვრებლებს შორის კი იდუმალი უცნობი გამოჩნდება.
„თავის მესამე ფილმში, სატირულ იგავში წმინდანის შესახებ, რომელიც ჯვრიდან ჩამოდის რათა იცხოვროს მოკვდავებს შორის, ყაჯრიშვილი სვამს კითხვას - ვისი უნდათ რომ ირწმუნონ ადამიანებმა? წმინდანებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვთ, როგორც უსულო სიმბოლოებს, თუ არსებობის უფლება აქვთ როგორც ცოცხალ ადამიანებს?" - ნათქვამია ფესტივალის ვებგვერდზე.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე.
თინათინ ყაჯრიშვილი არის რეჟისორი, სცენარისტი, ასევე პროდიუსერი ლაშა ხალვაშთან ერთად. ქართული ფილმის ჩვენება თბილისის დროით 22:00 საათზე შედგება.
კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე კიდევ სამი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები:
ელენე ნავერიანის „შაშვი შაშვი მაყვალი“ ანა ჩუბინიძის „ფრენცის სასადილო“ (ანიმაცია) ლუკა ბერაძის „ღიმილიანი საქართველო“ (დოკუმენტური).