გულწრფელად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე: ქართულ-რუსული დიალოგი 2023
17:13 05.07.2023 (განახლებულია: 06:56 06.07.2023)
© photo: Sputnik / Stringerქართულ-რუსული დიალოგი 2023
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
ფორუმის მიზანია საექსპერტო დიალოგის გაღრმავება, რუსულ-ქართული ახალგაზრდული თანამშრომლობის განვითარება, საქართველოსა და რუსეთის ხალხებს შორის მეგობრული და პროფესიული კავშირების გაძლიერება.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ორმხრივი კონფერენცია „ქართულ-რუსული დიალოგი2023", რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს ეხება, ლოსევოში (ლენინგრადის ოლქი) რეკრეაციული ბაზის მოედანზე გაიხსნა, იუწყებიან ორგანიზატორები.
„ქართულ-რუსული დიალოგი“ არის გორჩაკოვის ფონდის პროგრამა, სადაც წამყვანი მეცნიერები, პოლიტოლოგები და ჟურნალისტები ღიად გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთქმედებების სირთულეებსა და პერსპექტივებზე.
ფორუმის მიზანია საექსპერტო დიალოგის გაღრმავება, რუსულ-ქართული ახალგაზრდული თანამშრომლობის განვითარება, საქართველოსა და რუსეთის ხალხებს შორის მეგობრული და პროფესიული კავშირების გაძლიერება.
ქართულ-რუსული დიალოგი 2023
ქართულ-რუსული დიალოგი 2023
ფორუმის გახსნის ცერემონიაზე გორჩაკოვის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დარია ლობანოვამ ექსპერტებს და მონაწილეებს პროდუქტიული მუშაობა უსურვა, ასევე მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მხარდაჭერისთვის, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა ბიუროკრატიული დაბრკოლებების გადალახვა და ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება.
„საქართველოს მიმართულების განვითარება დავიწყეთ ფონდის დაარსების დღიდან: ეს იყო ერთმანეთისადმი ბუნებრივი მიზიდულობა. ჩვენ გვესმოდა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში აუცილებელი იყო ჩვენი წვლილი შეგვეტანა იმაში, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონოდათ დაბრკოლებების გარეშე კომუნიკაცია. წელს ვზეიმობთ ე.მ.პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის 10 წლის იუბილეს და გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის 240-ე წლის იუბილეს - ეს მნიშვნელოვანი თარიღებია. მოხარული ვარ, რომ ვხედავ კოლეგებს რუსეთიდან და საქართველოდან!", - განაცხადა ლობანოვამ.
ქართულ-რუსული დიალოგი 2023
ქართულ-რუსული დიალოგი 2023
პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დიალოგი შეადარა ფანჯარას, რომელიც საშუალებას იძლევა ორივე ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტის მიუხედავად, დამყარდეს და გაძლიერდეს კულტურული, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები.
„მშვიდობისა და ქართულ-რუსული სრულფასოვანი ურთიერთობების გარეშე რეგიონში მშვიდობა არ იქნებოდა. ცოტა ხნის წინ, პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნათლად გამოკვეთა ქვეყნის განვითარების ძირითადი აქცენტები: ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება, ეკონომიკის განვითარება და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე არშეერთება. საქართველოს მოსახლეობის მესამედი რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას და პროდუქტიულ კონტაქტებს“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ბორის კუზნეცოვმა, სანკტ-პეტერბურგის ფონდ „საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის ცენტრის" დირექტორმა, ყურადღება გაამახვილა ფორუმის ერთ-ერთ მთავარ ამოცანაზე - ერთმანეთის კონსტრუქციულად კრიტიკა და ამავე დროს მეგობრობის შენარჩუნება:
„ჩვენ ვისწრაფვით ქვეყნებს შორის სრული ურთიერთგაგებისკენ. მიუხედავად ზეწოლისა, რომელსაც საქართველო განიცდის, ის თავდაჯერებულად ატარებს თავის ეროვნულ ინტერესებს, ანუ ავითარებს ურთიერთობებს რუსეთთან. იმედი მაქვს, რომ ეს ღონისძიება გახდება ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების მშენებლობაში ერთ-ერთი საგური“, - განაცხადა კუზნეცოვმა.
კონფერენციის პირველ დღეს გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველო და რუსეთი: კულტურული და ისტორიული კავშირები საუკუნეების მანძილზე“ და პლენარული დისკუსია „საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მდგომარეობა დღევანდელ ეტაპზე“.
ქართულ-რუსული დიალოგი 2023
ქართულ-რუსული დიალოგი 2023
პოლიტოლოგმა თამარა კიკნაძემ აღწერა ქართველების საზოგადოებრივი ცნობიერება, რომელიც ტრანსფორმირდება დასავლური მედიის გავლენით. ექსპერტის თქმით, განათლების სფერო საქართველოში ძლიერადაა მიდრეკილი პოლიტიზაციისკენ.
„აშკარა ტენდენციაა ასწავლონ ახალგაზრდა თაობას დასავლური სახელმძღვანელოებით. სტუდენტებმა რუსული ენა არ იციან, რუსული სახელმძღვანელოებით სწავლება არასასურველია. რუსული ენა განსაკუთრებით მისასალმებელი არ არის, თუმცა რამდენიმე უნივერსიტეტში ფუნქციონირებს რუსულენოვანი სექტორები. სიტუაცია უნდა შეიცვალოს: რუსეთის ფედერაცია ჩვენი უახლოესი მეზობელია და ჩვენ უნდა ვიცოდეთ მისი ენა და გავიგოთ ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. რუსეთს არავინ „გადააადგილებს", ამიტომ მასთან საერთო ენა უნდა ვიპოვოთ", - განაცხადა კიკნაძემ.
მრგვალი მაგიდა „რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების იმიჯის აგება: პერსპექტივები, პრობლემური ასპექტები“ კონფერენციის პირველი სამუშაო დღის დასკვნითი ღონისძიება იყო.
კირილ პეტროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, შეკრებილთ შესთავაზა რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარება პრაგმატული გზით: ინვესტიციები და კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები.
ქართულ-რუსული დიალოგი 2023
ქართულ-რუსული დიალოგი 2023
მისი თქმით, მაგალითად, თუ რუსი კონტრაქტორები შეძლებდნენ მონაწილეობას ანაკლიის პორტის მშენებლობაში, პროექტი მკვდარი წერტილიდან დაიძვრებოდა და უფრო სწრაფად განხორციელდებოდა. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა საქართველოს განსაკუთრებულ პოზიციაზე დროსა და ისტორიაში.
„საქართველო არის ლოჯისტიკურად და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წერტილი, აღნიშნა მან. - ისტორიულად ისე მოხდა, რომ რუსეთის იმპერიაში, შემდეგ კი სსრკ-ში, საქართველოს პრივილეგირებული სსტატუსი ჰქონდა: მაგალითად, არ იყო კომუნალური ბინები და დეფიციტი სასურსათო მაღაზიებში და ა.შ. დღეს ქვეყნის მეწარმეებს კვლავ აქვთ პერსპექტივა, რომ„დამზადებულია საქართველოში“ ბრენდი რუსებისთვის სანდო და მიმზიდველი გახადონ“.
რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მასობრივი კომუნიკაციების კათედრის პროფესორმა ირინა ვოლკოვამ მონაწილეთა ყურადღება გაამახვილა საქართველოს შესახებ რუსებისთვის საინტერესო საძიებო კითხვებზე და ქართველების მიერ რუსეთის ხედვაზე.
„ქართული სამზარეულო“, „დასვენება“, „ტურიზმი“, „თინა კანდელაკი“ - ეს კატეგორიები ქმნიან საქართველოს იმიჯს რუსეთის მასობრივ ცნობიერებაში. საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა პერიფერიებისთვის შორს არის. ქართულ მედიას თითო რედაქციაში სჭირდება მინიმუმ ერთი ადამიანი, რომელსაც გულწრფელად უყვარს რუსეთი: მაშინ რუსეთის ფედერაცია ქვეყანაში უფრო ობიექტურად იქნება აღქმული“, - აღნიშნა მან.
ამასთან, საინფორმაციო სააგენტო „Sputnik-საქართველოს“ მთავარმა რედაქტორმა ნაზი ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ 2012 წელს პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქართულ-რუსული ურთიერთობები გამოცოცხლდა, მათ შორის მედიის კუთხით: ქვეყანაში ჩამოვიდნენ ფონდების წარმომადგენლები, მოეწყო პრეს-ტურები.
ქართულ-რუსული დიალოგი 2023
ქართულ-რუსული დიალოგი 2023
თუმცა, 2014 წლის შემდეგ ქართველების ცხოვრებაში მტკიცედ შემოვიდა ანტირუსული პროპაგანდა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს დღის წესრიგში დიდი ადგილი უჭირავს, მაგრამ ემოციები ხშირად სჭარბობს პრაგმატიკას.
„დღეს ქართულენოვანი ტელეარხები „ალტინფო“, „სეზონი“ და სხვები ცდილობენ რუსული თვალსაწიერის პოპულარიზაციას და მიმდინარე მოვლენების ჰიბრიდულ ომად წარმოჩენას. Sputnik-ის YouTube-არხი დაბლოკილია - ყველა ის ვიდეო, რომელიც ჩვენ გადავიღეთ ოთხი წლის განმავლობაში, მათ შორის არქივის ნაწილი, დაიკარგა. ასევე დაიხურა ჩვენს საიტზე წვდომა, რის გამოც საგრძნობლად შემცირდა გამომწერების რაოდენობა. ახლა ჩვენ ვავითარებთ სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით Zen-ს, TikTok-ს და VK-ს, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული დაბლოკვაზე“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტმა გააანალიზა ქართული მედიის დისკურსი რუსეთთან დაკავშირებით.
მისი ერთ-ერთი დასკვნის თანახმად, იმისათვის, რომ რუსეთი მიმზიდველი გახდეს ახლო მეზობლებისთვის, აუცილებელია ურთიერთობების დამყარება ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, უარყოფითი ეფექტების კომპენსირება სხვა პოზიტიური ქმედებებით და პრინციპის „საერთო უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია" დაცვა:
კვლევითი ცენტრ Gorbi-ის მონაცემების მიხედვით, გამოკითხული საქართველოს მოქალაქეების 88% ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიიდან იღებს. ქართული მედიის ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი რუსეთს უარყოფით ჭრილში წარმოაჩენენ. ამავდროულად, ზოგიერთი ტელეარხი, მაგ. „იმედი“, დროდადრო აკრიტიკებს ევროკავშირს ან აშშ-ს.
ფორუმის პროგრამის ფარგლებში ასევე ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში - რეგიონული უსაფრთხოების ახალი განზომილება", დისკუსია „რეგიონის ეკონომიკა თანამედროვე რეალობაში - ახალი განზომილება თუ ტრადიციული საფრთხეები" და ა.შ.
ღონისძიება ე.მ.პრიმაკოვის (თბილისი) სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრისა და სანკტ-პეტერბურგის ფონდ „საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.