https://sputnik-georgia.com/20230704/tbilisis-meriam-71-usaxlkaro-279244180.html
თბილისის მერიამ 71 უსახლკარო ოჯახს ბინები შეუძინა
თბილისის მერიამ 71 უსახლკარო ოჯახს ბინები შეუძინა
Sputnik საქართველო
მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში უსახლკაროს სტატუსის მქონე დაახლოებით 400 ოჯახია. 04.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-04T17:57+0400
2023-07-04T17:57+0400
2023-07-04T22:03+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/15/262260104_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_c52c0c03e0959423ad2b9a8d76a5557f.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საცხოვრებელი ფართებით უსახლკარო ოჯახების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა 71 ბინა შეიძინა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. საცხოვრებელი ფართებით უსახლკარო ოჯახების უზრუნველყოფის პროგრამა 2022 წლიდან მოქმედებს. პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელ ფართებს იღებენ ის ოჯახები, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული. კალაძის განმარტებით, ადამიანმა, რომელსაც აღნიშნული პრობლემა აქვს, პირველ ეტაპზე უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღოს. შემდეგ მის საქმეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/15/262260104_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_8bfbb4f11b37b1c2bc46815e118f3608.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისის მერიამ 71 უსახლკარო ოჯახს ბინები შეუძინა
17:57 04.07.2023 (განახლებულია: 22:03 04.07.2023) მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში უსახლკაროს სტატუსის მქონე დაახლოებით 400 ოჯახია.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საცხოვრებელი ფართებით უსახლკარო ოჯახების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა 71 ბინა შეიძინა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საცხოვრებელი ფართებით უსახლკარო ოჯახების უზრუნველყოფის პროგრამა 2022 წლიდან მოქმედებს. პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელ ფართებს იღებენ ის ოჯახები, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული.
„გასულ წელს შევიძინეთ 55-ზე მეტი ბინა. დღეის მდგომარეობით, ჯამში 71 ბინა გვაქვს შესყიდული და ამდენი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. ეს პროცესი გრძელდება და გაგრძელდება მანამდე, სანამ თითოეული ადამიანი არ იქნება ფართით დაკმაყოფილებული და აღნიშნული პრობლემა მოხსნილი", – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, ადამიანმა, რომელსაც აღნიშნული პრობლემა აქვს, პირველ ეტაპზე უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღოს. შემდეგ მის საქმეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.