https://sputnik-georgia.com/20230704/saqartvelos-moqalaqe-kriminaluri-avtoriteti-cexetma-somxets-gadasca-279224803.html
საქართველოს მოქალაქე, „კრიმინალური ავტორიტეტი" ჩეხეთმა სომხეთს გადასცა
საქართველოს მოქალაქე, „კრიმინალური ავტორიტეტი" ჩეხეთმა სომხეთს გადასცა
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეს ბრალად ედება 2016 წელს ჩადენილი დანაშაული. 04.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-04T12:43+0400
2023-07-04T12:43+0400
2023-07-04T18:45+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
ჩეხეთი
სომხეთი
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23698/18/236981813_0:164:1600:1064_1920x0_80_0_0_3e08a290c0b3199d6eef4f0d3e519cbf.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ჩეხეთმა სომხეთს გამოძალვისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე, „კრიმინალური ავტორიტეტი" გადასცა, იუწყება РИА Новости სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. საქართველოს მოქალაქემ პირთა ჯგუფთან ერთად 2016 წელს ერევანში სომხეთის მოქალაქეს, დაემუქრა რა მის ოჯახს, 20 ათასი დოლარი მოსთხოვა. გირაოს სახით მან დაზარალებულს ძვირადღირებული ავტომობილი Range Rover Sport წაართვა. „კრიმინალურ ავტორიტეტს" ბრალად დასდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის გამოძალვა და ის ძებნაში გამოაცხადეს. ერევნის სასამართლომ დაუსწრებლად მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. ძებნილი პირი სომხეთს 30 ივნისს გადასცეს. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოძიების პერიოდში ერთი თვით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველო
ჩეხეთი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23698/18/236981813_181:0:1600:1064_1920x0_80_0_0_a5724a93f39585383a99b8eb0df03c42.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ჩეხეთი , სომხეთი, შემთხვევები
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ჩეხეთი , სომხეთი, შემთხვევები
საქართველოს მოქალაქე, „კრიმინალური ავტორიტეტი" ჩეხეთმა სომხეთს გადასცა
12:43 04.07.2023 (განახლებულია: 18:45 04.07.2023) საქართველოს მოქალაქეს ბრალად ედება 2016 წელს ჩადენილი დანაშაული.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ჩეხეთმა სომხეთს გამოძალვისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე, „კრიმინალური ავტორიტეტი" გადასცა, იუწყება
РИА Новости სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
საქართველოს მოქალაქემ პირთა ჯგუფთან ერთად 2016 წელს ერევანში სომხეთის მოქალაქეს, დაემუქრა რა მის ოჯახს, 20 ათასი დოლარი მოსთხოვა. გირაოს სახით მან დაზარალებულს ძვირადღირებული ავტომობილი Range Rover Sport წაართვა.
„კრიმინალურ ავტორიტეტს" ბრალად დასდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის გამოძალვა და ის ძებნაში გამოაცხადეს. ერევნის სასამართლომ დაუსწრებლად მისი დაპატიმრების ორდერი გასცა.
ძებნილი პირი სომხეთს 30 ივნისს გადასცეს.
სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოძიების პერიოდში ერთი თვით პატიმრობა შეუფარდა.