https://sputnik-georgia.com/20230704/-sco-----279244314.html
ირანი SCO-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა
ირანი SCO-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა
Sputnik საქართველო
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) 2001 წელს დაარსდა, ირანი ორგანიზაციის მეცხრე წევრი გახდა. 04.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-04T18:17+0400
2023-07-04T18:17+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
ირანი
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24742/21/247422187_0:190:3303:2048_1920x0_80_0_0_ff1a593b9734aacbadb525075ad72acb.jpg
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ირანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სრულუფლებიანი წევრი გახდა, იუწყება РИА Новости.ირანმა ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს სტატუსის მოსაპოვებლად ვალდებულების მემორანდუმს ხელი 2022 წლის სექტემბერში სამარყანდში გამართულ SCO-ს სამიტზე მოაწერა.როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნასერ ქანაანმა აღნიშნა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში ირანის სრულუფლებიან წევრად მიღება ყველა მონაწილე მხარის ინტერესებში იქნება.შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) 2001 წელს დაარსდა. მასში შედიან: ინდოეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი და უზბეკეთი. SCO-ს დამკვირვებელი ქვეყნებია: ავღანეთი, ბელარუსი, ირანი და მონღოლეთი; პარტნიორი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, თურქეთი და შრი-ლანკა. 2021 წლის სექტემბერში დუშანბეში გამართულ სამიტზე ორგანიზაციაში ირანისა და ეგვიპტის მიღების პროცედურა, ხოლო კატარისა და საუდის არაბეთისთვის — პარტნიორის სტატუსის მინიჭების პროცედურა დაიწყო.
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24742/21/247422187_267:0:2998:2048_1920x0_80_0_0_9ad183048cc9149cb229c08b6261414e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირანი , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ირანი , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ირანი SCO-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა
18:17 04.07.2023 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) 2001 წელს დაარსდა, ირანი ორგანიზაციის მეცხრე წევრი გახდა.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ირანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სრულუფლებიანი წევრი გახდა, იუწყება
РИА Новости.
„წევრმა ქვეყნებმა ხაზგასმით აღნიშნეს SCO-ში ირანის ისლამური რესპუბლიკის, როგორც სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფოს მიღების ისტორიული მნიშვნელობა“, – ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.
ირანმა ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს სტატუსის მოსაპოვებლად ვალდებულების მემორანდუმს ხელი 2022 წლის სექტემბერში სამარყანდში გამართულ SCO-ს სამიტზე მოაწერა.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნასერ ქანაანმა აღნიშნა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში ირანის სრულუფლებიან წევრად მიღება ყველა მონაწილე მხარის ინტერესებში იქნება.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) 2001 წელს დაარსდა. მასში შედიან: ინდოეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი და უზბეკეთი. SCO-ს დამკვირვებელი ქვეყნებია: ავღანეთი, ბელარუსი, ირანი და მონღოლეთი; პარტნიორი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, თურქეთი და შრი-ლანკა. 2021 წლის სექტემბერში დუშანბეში გამართულ სამიტზე ორგანიზაციაში ირანისა და ეგვიპტის მიღების პროცედურა, ხოლო კატარისა და საუდის არაბეთისთვის — პარტნიორის სტატუსის მინიჭების პროცედურა დაიწყო.