სიღნაღში შვილმა მამა მოკლა

© Sputnik / Alexander Imedashvili პოლიცია სიღნაღში
პოლიცია სიღნაღში - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2023
გამოწერა
ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა მამა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მამის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს, იუწყება „პირველი არხი“.
ტელეარხის ინფორმაციით, შვილსა და მამას შორის ჩხუბი მოხდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა მამა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიისთვის ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0