თბილისში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2023
გამოწერა
60 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ, მე-8 სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. თბილისში მშენებარე ობიექტიდან 60 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
მამაკაცი, სავარაუდოდ, მე-8 სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა. ადგილობრივების ვარაუდით, მას ფეხი დაუცდა.
რეალურად რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე სამართალდამცველები და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებიან. შრომის ინსპექცია ადგილზე შეისწავლის, იყო თუ არა დაცული მშენებლობაზე დასაქმებულების უსაფრთხოება.
ყველა ახალი ამბავი
0