https://sputnik-georgia.com/20230704/----------279240062.html
ინსტიტუტების ეფექტიანობის ამაღლება - „ქართული ოცნება“ ევროკავშირის №2 პირობის შესრულებაზე
ინსტიტუტების ეფექტიანობის ამაღლება - „ქართული ოცნება“ ევროკავშირის №2 პირობის შესრულებაზე
Sputnik საქართველო
გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ევროკომისიის რეკომენდაცია, არ შეეცვალათ ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი. 04.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-04T16:38+0400
2023-07-04T16:38+0400
2023-07-05T09:05+0400
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_633:355:2972:1671_1920x0_80_0_0_649240aba6c290e28261ef783e88eaac.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ყველა სფეროში ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა ინსტიტუტების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე.ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მეორეა. აღნიშნული რეკომენდაცია მოიცავს სამ სფეროს: საპარლამენტო ზედამხედველობა; საარჩევნო რეფორმა; საჯარო სამსახურის რეფორმა.ამ ეტაპზე ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ სრულად შეასრულა მხოლოდ სამი პირობა. 22 ივნისს გამოქვეყნებული ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესების რეკომენდაცია ნაწილობრივაა შესრულებულიამასთან, 3 ივლისს საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა შუალედურ ანგარიშში მოცემული რეკომენდაცია, რომ არ მიეღოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესის შესახებ ცვლილებები. კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო პარლამენტში ხმათა უმრავლესობით დაძლეულ იქნა.პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობდა ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის ასარჩევად მოქმედი წესის დატოვებას – მათ არჩევას 90 ხმით.აქამდე ცესკოს თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს დეპუტატები ხმათა 2/3-ით ხუთი წლის ვადით ირჩევდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტარდებოდა განმეორებითი კენჭისყრა და მაშინ გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 ხმა ჰყოფნიდა. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა მხოლოდ 6 თვეს შეადგენდა.2021 წელს ამ ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტიდან პარლამენტმა ვეღარ მოახერხა ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით არჩევა.გარდა ამ ცვლილებებისა, ევროკომისიას შენიშვნები ჰქონდა საარჩევნო დარღვევების შესწავლასთან დაკავშირებით. შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ საპარლამენტო ზედამხედველობა უნდა გაუმჯობესდეს, რათა ადეკვატურად მოხდეს საარჩევნო დარღვევების გამოძიება, როგორც ეს ნათქვამია OSCE/ODIHR-ის ანგარიშში.საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. სამმა ქვეყანამ განაცხადი თითქმის ერთდროულად გააკეთა, თუმცა კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.ინსტიტუტების ეფექტიანობის ამაღლებაირაკლი კობახიძემ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ აღნიშნული რეკომენდაციის ყველა პუნქტის შესრულების პროცესი იყო „საკმაოდ ინკლუზიური“.საპარლამენტო ზედამხედველობასაზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიზნით პარლამენტის რეგლამენტში ფუნდამენტური ცვლილებები შევიდა. პარლამენტმა, მათ შორის ოპოზიციამ, სერიოზული სადავეები მოიპოვა ამისთვის, განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.მისი თქმით, რეგლამენტში ცვლილებები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და, უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში უფრო მაღალი სტანდარტია, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში.კერძოდ, გაორმაგდა ინტერპელაციების რაოდენობა და ისინი უკვე ყოველთვიურად ტარდება. ინტერპელაცია არის ფორმატი, რომლის დროსაც მთავრობის მეთაური, მინისტრი ან პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია მივიდეს პარლამენტში და უპასუხოს დეპუტატთა მინიმუმ შვიდკაციანი ჯგუფის შეკითხვებს.მისი თქმით, ყველაფერი ოპოზიციის ხელშია.„თუ ოპოზიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეძლებს ამ საზედამხედველო ფუნქციის გამოყენებას, მისთვის გზა ხსნილია", – განაცხადა პოლიტიკოსმა.დაიხვეწა და სრულყოფილი გახდა „მინისტრის საათის“ პროცედურა. ახლა მინისტრი ვალდებულია დეპუტატებს წინასწარ წარუდგინოს პასუხი ამ ფორმატის ფარგლებში დასმულ შეკითხვაზე წერილობით, ანუ მანამდე, სანამ პირადად წარდგება კანონმდებლების წინაშე. რეგლამენტის თანახმად, ყველა მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატების წინაშე წარდგეს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით. გარდა ამისა, მინისტრი შეუძლია დაიბაროს დეპუტატების ჯგუფმა, რათა მან უპასუხოს წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს.სრულყოფილი გახდა საკომიტეტო მოსმენების პროცედურა, კერძოდ, დაზუსტდა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მინისტრის მიწვევის ვადები.შემცირდა სადეპუტატო კითხვაზე პასუხის გაცემის ვადები, რაც პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ ამიერიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის ანგარიშს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პირადად წარმოადგენს.საარჩევნო რეფორმასაარჩევნო რეფორმის განხორციელებისას საქართველოს ხელისუფლება ხელმძღვანელობდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებით, განაცხადა კობახიძემ.„მთავარი ცვლილება უკავშირდება ელექტრონულ ხმის მიცემას... ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირდება და ხმას მისცემს ელექტრონული წესით. ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც პრაქტიკაში აისახება ძალიან დადებითად", – განაცხადა პოლიტიკოსმა.მისი თქმით, ამ დრომდე ბევრი სპეკულაცია იყო ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით (სხვადასხვა უბანზე ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა). მრავალი წლის განმავლობაში პრობლემა იყო დაუბალანსებელი ბიულეტენები, ოქმები და ა.შ.„ეს პრობლემები ავტომატურად მოგვარდება. კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით ერთ საათში, როგორც იცით, კენჭისყრა 20 საათზე სრულდება, 21 საათისთვის უკვე ამომრჩეველთა ხმების 90%-ზე მეტი იქნება დათვლილი და ატვირთული ცესკოს ვებ-გვერდზე, რაც ფუნდამენტურად გააუმჯობესებს მთლიანად საარჩევნო პროცედურების ხარისხს", – აღნიშნა კობახიძემ.მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მნიშვნელოვანი ცვლილება უწოდა პარტიების წლიური ხარჯების ზედა ზღვრის განახევრებას.გარდა ამისა, OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების თანახმად, გამკაცრდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე კონტროლი, კერძოდ, გაორმაგდა ჯარიმები.საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობის ასამაღლებლად შემოღებული იქნა საუბნო კომისიების წევრთა სრული სერტიფიცირება.გარდა ამისა, რეკომენდაციების თანახმად, საუბნო კომისიის ხელმძღვანელობას აირჩევს თავად საოლქო კომისია.OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციის თანახმად, ასევე გაიზარდა გასაჩივრების ვადები.დისბალანსის შემთხვევაში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგების ავტომატური გადათვლა დაინერგა. თუ უბანზე 5 ან 10-ით ნაკლები ბიულეტენი აღმოჩნდება, ავტომატურად გადაითვლება ნებისმიერი შესაბამისი უბანი.„არსებითად აქტუალური იქნება ეს საკითხი იმ უბნებისთვის, სადაც ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება", – განაცხადა კობახიძემ.კიდევ ერთი სიახლეა ყველა ამომრჩევლის სავალდებულო მარკირება, მათ შორის მათი, ვინც გადასატანი ყუთით აძლევს ხმას.გარდა ამისა, რეკომენდაციების მიხედვით, გაფართოვდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების უფლებები. ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ დააკვირდნენ ცესკოს სხდომებს მაშინაც კი, როცა არ არის საარჩევნო პერიოდი.კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ფართო კონსენსუსით იქნა მიღებული.საჯარო სამსახურის რეფორმასაჯარო სამსახურის რეფორმის ნაწილში განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. დამტკიცდა 2023–2026 წლების საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგია და ამ სტრატეგიიდან გამომდინარე 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა.სამოქმედო გეგმა მოიცავს მთელ რიგ ფუნდამენტურ მიმართულებებს: დეცენტრალიზაციის სტრატეგია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია, საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგია, ციფრული მმართველობის სტრატეგია, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და საქართველოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_1106:366:2846:1671_1920x0_80_0_0_745912838fbddf332ad8f0a7b949a3e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
ინსტიტუტების ეფექტიანობის ამაღლება - „ქართული ოცნება“ ევროკავშირის №2 პირობის შესრულებაზე
16:38 04.07.2023 (განახლებულია: 09:05 05.07.2023) გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ევროკომისიის რეკომენდაცია, არ შეეცვალათ ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ყველა სფეროში ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა ინსტიტუტების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე.
ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მეორეა. აღნიშნული რეკომენდაცია მოიცავს სამ სფეროს: საპარლამენტო ზედამხედველობა; საარჩევნო რეფორმა; საჯარო სამსახურის რეფორმა.
ამ ეტაპზე ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ სრულად შეასრულა მხოლოდ სამი პირობა. 22 ივნისს გამოქვეყნებული ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესების რეკომენდაცია ნაწილობრივაა შესრულებული
ამასთან, 3 ივლისს საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა შუალედურ ანგარიშში მოცემული რეკომენდაცია, რომ არ მიეღოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესის შესახებ ცვლილებები. კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო პარლამენტში ხმათა უმრავლესობით დაძლეულ იქნა.
პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობდა ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის ასარჩევად მოქმედი წესის დატოვებას – მათ არჩევას 90 ხმით.
აქამდე ცესკოს თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს დეპუტატები ხმათა 2/3-ით ხუთი წლის ვადით ირჩევდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტარდებოდა განმეორებითი კენჭისყრა და მაშინ გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 ხმა ჰყოფნიდა. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა მხოლოდ 6 თვეს შეადგენდა.
2021 წელს ამ ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტიდან პარლამენტმა ვეღარ მოახერხა ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით არჩევა.
გარდა ამ ცვლილებებისა, ევროკომისიას შენიშვნები ჰქონდა საარჩევნო დარღვევების შესწავლასთან დაკავშირებით. შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ საპარლამენტო ზედამხედველობა უნდა გაუმჯობესდეს, რათა ადეკვატურად მოხდეს საარჩევნო დარღვევების გამოძიება, როგორც ეს ნათქვამია OSCE/ODIHR-ის ანგარიშში.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. სამმა ქვეყანამ განაცხადი თითქმის ერთდროულად გააკეთა, თუმცა კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
ინსტიტუტების ეფექტიანობის ამაღლება
ირაკლი კობახიძემ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ აღნიშნული რეკომენდაციის ყველა პუნქტის შესრულების პროცესი იყო „საკმაოდ ინკლუზიური“.
საპარლამენტო ზედამხედველობა
საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიზნით პარლამენტის რეგლამენტში ფუნდამენტური ცვლილებები შევიდა. პარლამენტმა, მათ შორის ოპოზიციამ, სერიოზული სადავეები მოიპოვა ამისთვის, განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
მისი თქმით, რეგლამენტში ცვლილებები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და, უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში უფრო მაღალი სტანდარტია, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში.
კერძოდ, გაორმაგდა ინტერპელაციების რაოდენობა და ისინი უკვე ყოველთვიურად ტარდება. ინტერპელაცია არის ფორმატი, რომლის დროსაც მთავრობის მეთაური, მინისტრი ან პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია მივიდეს პარლამენტში და უპასუხოს დეპუტატთა მინიმუმ შვიდკაციანი ჯგუფის შეკითხვებს.
„თუ ექნება ამის სურვილი პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრიც კი ვალდებულია ნებისმიერ სასესიო თვეში გამოცხადდეს პარლამენტში და წარმოადგინოს ანგარიში კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ან მთავრობის ზოგადი ანგარიში", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ყველაფერი ოპოზიციის ხელშია.
„თუ ოპოზიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეძლებს ამ საზედამხედველო ფუნქციის გამოყენებას, მისთვის გზა ხსნილია", – განაცხადა პოლიტიკოსმა.
დაიხვეწა და სრულყოფილი გახდა „მინისტრის საათის“ პროცედურა. ახლა მინისტრი ვალდებულია დეპუტატებს წინასწარ წარუდგინოს პასუხი ამ ფორმატის ფარგლებში დასმულ შეკითხვაზე წერილობით, ანუ მანამდე, სანამ პირადად წარდგება კანონმდებლების წინაშე.
რეგლამენტის თანახმად, ყველა მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატების წინაშე წარდგეს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით. გარდა ამისა, მინისტრი შეუძლია დაიბაროს დეპუტატების ჯგუფმა, რათა მან უპასუხოს წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს.
სრულყოფილი გახდა საკომიტეტო მოსმენების პროცედურა, კერძოდ, დაზუსტდა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მინისტრის მიწვევის ვადები.
შემცირდა სადეპუტატო კითხვაზე პასუხის გაცემის ვადები, რაც პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ ამიერიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის ანგარიშს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პირადად წარმოადგენს.
საარჩევნო რეფორმის განხორციელებისას საქართველოს ხელისუფლება ხელმძღვანელობდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებით, განაცხადა კობახიძემ.
„მთავარი ცვლილება უკავშირდება ელექტრონულ ხმის მიცემას... ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირდება და ხმას მისცემს ელექტრონული წესით. ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც პრაქტიკაში აისახება ძალიან დადებითად", – განაცხადა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, ამ დრომდე ბევრი სპეკულაცია იყო ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით (სხვადასხვა უბანზე ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა). მრავალი წლის განმავლობაში პრობლემა იყო დაუბალანსებელი ბიულეტენები, ოქმები და ა.შ.
„ეს პრობლემები ავტომატურად მოგვარდება. კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით ერთ საათში, როგორც იცით, კენჭისყრა 20 საათზე სრულდება, 21 საათისთვის უკვე ამომრჩეველთა ხმების 90%-ზე მეტი იქნება დათვლილი და ატვირთული ცესკოს ვებ-გვერდზე, რაც ფუნდამენტურად გააუმჯობესებს მთლიანად საარჩევნო პროცედურების ხარისხს", – აღნიშნა კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მნიშვნელოვანი ცვლილება უწოდა პარტიების წლიური ხარჯების ზედა ზღვრის განახევრებას.
გარდა ამისა, OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების თანახმად, გამკაცრდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე კონტროლი, კერძოდ, გაორმაგდა ჯარიმები.
საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობის ასამაღლებლად შემოღებული იქნა საუბნო კომისიების წევრთა სრული სერტიფიცირება.
გარდა ამისა, რეკომენდაციების თანახმად, საუბნო კომისიის ხელმძღვანელობას აირჩევს თავად საოლქო კომისია.
OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციის თანახმად, ასევე გაიზარდა გასაჩივრების ვადები.
დისბალანსის შემთხვევაში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგების ავტომატური გადათვლა დაინერგა. თუ უბანზე 5 ან 10-ით ნაკლები ბიულეტენი აღმოჩნდება, ავტომატურად გადაითვლება ნებისმიერი შესაბამისი უბანი.
„არსებითად აქტუალური იქნება ეს საკითხი იმ უბნებისთვის, სადაც ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება", – განაცხადა კობახიძემ.
კიდევ ერთი სიახლეა ყველა ამომრჩევლის სავალდებულო მარკირება, მათ შორის მათი, ვინც გადასატანი ყუთით აძლევს ხმას.
გარდა ამისა, რეკომენდაციების მიხედვით, გაფართოვდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების უფლებები. ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ დააკვირდნენ ცესკოს სხდომებს მაშინაც კი, როცა არ არის საარჩევნო პერიოდი.
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ფართო კონსენსუსით იქნა მიღებული.
საჯარო სამსახურის რეფორმა
საჯარო სამსახურის რეფორმის ნაწილში განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. დამტკიცდა 2023–2026 წლების საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგია და ამ სტრატეგიიდან გამომდინარე 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა.
სამოქმედო გეგმა მოიცავს მთელ რიგ ფუნდამენტურ მიმართულებებს: დეცენტრალიზაციის სტრატეგია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია, საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგია, ციფრული მმართველობის სტრატეგია, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და საქართველოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა.