სოფელ მარელისში მეწყრის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerმეწყერი ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე
მეწყერი ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ხარაგაულის რაიონის სოფელ მარელისში მეწყრის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის საძიებო-სამაშველო სამუშაოების შედეგად მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
უამინდობისა და უხვი ნალექის გამო სოფელ მარელისში ფერდობიდან ცენტრალურ სარკინიგზო ხაზზე 1 ივლისს მიწის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 72 წლის მამაკაცი მოიყოლა. ოჯახის წევრების თქმით, მამაკაცი პირუტყვის საძებნელად გავიდა, რა დროსაც ეს ინციდენტი მოხდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

„ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, საფრენი აპარატი დრონით აღჭურვილი კოორდინაციის სპეციალისტები, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების კინოლოგი მაშველი ძაღლით და კრიმინალური პოლიცია", – ნათქვამია განცხადებაში.

მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები, შეწყდა მატარებლების მიმოსვლა. სარკინიგზო რეისები დღეს, დღის მეორე ნახევარში აღდგება.
ყველა ახალი ამბავი
0