https://sputnik-georgia.com/20230703/gardaicvala-tengiz-muskudiani-279189378.html
გარდაიცვალა თენგიზ მუშკუდიანი
გარდაიცვალა თენგიზ მუშკუდიანი
Sputnik საქართველო
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი 1985-2005 წლებში I მუსიკალურ სასწავლებელს ხელმძღვანელობდა. 03.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-03T14:39+0400
2023-07-03T14:39+0400
2023-07-03T19:54+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263551268_0:0:3079:1731_1920x0_80_0_0_2f9216132e48cf312363dcdf82efbc79.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი საოპერო მომღერალი თენგიზ მუშკუდიანი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო. კულტურის სამინისტრომ მიუსამძიმრა მუშკუდიანის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს. თენგიზ მუშკუდიანი 1954 წლიდან წამყვანი სოლისტი იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სადაც ასრულებდა ბანის პარტიებს: ბორისი, პიმენი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი"), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი"), მეწისქვილე (დარგომიჟსკის „ალი"), დონ ბაზილიო (როსინის „სევილიელი დალაქი"), გალიცკი (ბოროდინის „თავადი იგორი"), ცანგალა, ენგიჩარი (ფალიაშვილის „დაისი", "ლატავრა"), ხევისბერი (თაქთაქიშვილის „მინდია"), შერგილი (ლაღიძის „ლელა"), მეფე გიორგი (ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი"), დონ ჯოვანი (მოცარტის „დონ ჯოვანი"). ამას გარდა, მუშკუდიანი გადაღებულია კინოფილმებში „აბეზარა" და „დიდოსტატის მარჯვენა". პედაგოგად მუშაობდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში, რომლის დირექტორიც იყო 1985–2005 წლებში; ასევე იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263551268_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_13a4548f454370cb50374869155ed456.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
გარდაიცვალა თენგიზ მუშკუდიანი
14:39 03.07.2023 (განახლებულია: 19:54 03.07.2023) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი 1985-2005 წლებში I მუსიკალურ სასწავლებელს ხელმძღვანელობდა.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი საოპერო მომღერალი თენგიზ მუშკუდიანი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
კულტურის სამინისტრომ მიუსამძიმრა მუშკუდიანის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.
„სრული დიაპაზონის ლამაზი და სასიამოვნო ტემბრის ბანმა, მუსიკალობამ, არტისტულმა გარეგნობამ თენგიზ მუშკუდიანს ნამდვილი აღიარება მოუტანა", – აღნიშნეს სამინისტროში.
თენგიზ მუშკუდიანი 1954 წლიდან წამყვანი სოლისტი იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სადაც ასრულებდა ბანის პარტიებს: ბორისი, პიმენი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი"), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი"), მეწისქვილე (დარგომიჟსკის „ალი"), დონ ბაზილიო (როსინის „სევილიელი დალაქი"), გალიცკი (ბოროდინის „თავადი იგორი"), ცანგალა, ენგიჩარი (ფალიაშვილის „დაისი", "ლატავრა"), ხევისბერი (თაქთაქიშვილის „მინდია"), შერგილი (ლაღიძის „ლელა"), მეფე გიორგი (ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი"), დონ ჯოვანი (მოცარტის „დონ ჯოვანი").
ამას გარდა, მუშკუდიანი გადაღებულია კინოფილმებში „აბეზარა" და „დიდოსტატის მარჯვენა". პედაგოგად მუშაობდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში, რომლის დირექტორიც იყო 1985–2005 წლებში; ასევე იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი.