რუსთავში დაკარგული 14 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

© courtesy of Miho Neimanსამაშველო ოპერაცია მტკვარზე
სამაშველო ოპერაცია მტკვარზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2023
გამოწერა
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. რუსთავში ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ზაქარაშვილი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მეგობრებთან ერთად მდინარე მტკვარში საბანაოდ შევიდა და დინებამ გაიტაცა.
მისი ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 23 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.
ბიჭის გაუჩინარების დღიდან მდინარე მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. პროცესში მაშველებთან და მყვინთავებთან ერთად კინოლოგებიც იყვნენ ჩართული.
ყველა ახალი ამბავი
0