https://sputnik-georgia.com/20230703/----21---279188436.html
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 21 მსჯავრდებული აბარებს
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 21 მსჯავრდებული აბარებს
Sputnik საქართველო
მსჯავრდებული აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებში მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. 03.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-03T14:21+0400
2023-07-03T14:21+0400
2023-07-03T19:50+0400
საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახური
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24890/42/248904255_0:115:3000:1803_1920x0_80_0_0_5cc59fc3e614d52ebc4b4980222b21c3.jpg
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 21 მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დღეს პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი დაიწყო.საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26 ივლისამდე გასტანს.მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნა ამბროლაურშიც.ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24890/42/248904255_222:0:2779:1918_1920x0_80_0_0_8f4ad57ed6467d272b02d9502b4d7f84.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 21 მსჯავრდებული აბარებს
14:21 03.07.2023 (განახლებულია: 19:50 03.07.2023) მსჯავრდებული აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებში მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 21 მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დღეს პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი დაიწყო.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთათვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია. პატიმართათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ მოქმედებს, რომელიც უფრო ხელმისაწვდომს ხდის საუნივერსიტეტო განათლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აკადემიური სწავლების ხარისხს", – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26 ივლისამდე გასტანს.
მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნა ამბროლაურშიც.
ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.