https://sputnik-georgia.com/20230702/----u-20------279178008.html
თავისუფალი სტილით ჭიდაობა: საქართველოს U-20 ნაკრების ოთხი მედალი ევროპის ჩემპიონატზე
თავისუფალი სტილით ჭიდაობა: საქართველოს U-20 ნაკრების ოთხი მედალი ევროპის ჩემპიონატზე
Sputnik საქართველო
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთარ ადეიშვილმა (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა - ფინალში დაძაბულ ბრძოლაში მან გერმანელი გრეგორ ეიგენბროტი ანგარიშით 10:7 დაამარცხა. 02.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-02T20:49+0400
2023-07-02T20:49+0400
2023-07-02T20:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24697/24/246972495_95:344:3124:2048_1920x0_80_0_0_ea700b13fc675c1fe7d3abf6cb72ccf0.jpg
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ესპანეთში გამართულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერთბაშად ოთხი მედალი მოიპოვეს - ოქრო, ორი ვერცხლი და ბრინჯაო, იუწყება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახური.თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთარ ადეიშვილმა (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში დაძაბულ ბრძოლაში მან გერმანელი გრეგორ ეიგენბროტი ანგარიშით 10:7 დაამარცხა.კიდევ ორმა ქართველმა მოჭიდავემ - გოგა ოთინაშვილმა (65 კგ) და საბა კობახიძემ (70 კგ) - ვერცხლის მედლები მოიპოვა. ნიკა ფანცულაიამ (97 კგ) ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სომეხი სპორტსმენი გურგენ სიმონიანი ანგარიშით 5:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ძიუდო: საქართველოს ნაკრები კრაკოვში III ევროპული თამაშების გამარჯვებულია >>კონტინენტურ ჩემპიონატზე დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ხუთი ქართველი სპორტსმენიდან ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი მხოლოდ გიორგი რომელაშვილს (86 კგ) და თორნიკე სამხარაძეს (92 კგ) აქვთ.ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც სამი დღის წინ ესპანეთში დასრულდა, საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24697/24/246972495_200:308:2520:2048_1920x0_80_0_0_6a1925a63c26eaadac79fe056dd7f5ca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
თავისუფალი სტილით ჭიდაობა: საქართველოს U-20 ნაკრების ოთხი მედალი ევროპის ჩემპიონატზე
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთარ ადეიშვილმა (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა - ფინალში დაძაბულ ბრძოლაში მან გერმანელი გრეგორ ეიგენბროტი ანგარიშით 10:7 დაამარცხა.
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ესპანეთში გამართულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერთბაშად ოთხი მედალი მოიპოვეს - ოქრო, ორი ვერცხლი და ბრინჯაო, იუწყება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახური.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთარ ადეიშვილმა (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში დაძაბულ ბრძოლაში მან გერმანელი გრეგორ ეიგენბროტი ანგარიშით 10:7 დაამარცხა.
კიდევ ორმა ქართველმა მოჭიდავემ - გოგა ოთინაშვილმა (65 კგ) და საბა კობახიძემ (70 კგ) - ვერცხლის მედლები მოიპოვა. ნიკა ფანცულაიამ (97 კგ) ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სომეხი სპორტსმენი გურგენ სიმონიანი ანგარიშით 5:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კონტინენტურ ჩემპიონატზე დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ხუთი ქართველი სპორტსმენიდან ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი მხოლოდ გიორგი რომელაშვილს (86 კგ) და თორნიკე სამხარაძეს (92 კგ) აქვთ.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც სამი დღის წინ ესპანეთში დასრულდა, საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.