https://sputnik-georgia.com/20230702/-----279174517.html
როდის აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოში
როდის აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოში
Sputnik საქართველო
თბილისი-ბათუმის, თბილისი-ფოთის, ბათუმი-თბილისის, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-ერევნის რეისები სტიქიის გამო ვერ სრულდება. 02.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-02T16:11+0400
2023-07-02T16:11+0400
2023-07-02T16:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რკინიგზა
სტიქიური მოვლენები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/01/279161689_92:0:933:473_1920x0_80_0_0_1c10e1413748d73d136044568df9e917.jpg
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. გზა გაწმენდილია, ველოდებით ექსპერტებისგან დასკვნას და მხოლოდ ამის შემდეგ აღდგება მატარებლის მოძრაობა, განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო გადაყვანების დირექტორის მოადგილემ პაატა მუჯირმა.„საქართველოს რკინიგზა“ აჭარის, სამეგრელოსა და ერევნის მიმართულებით რეისების შესრულებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გუშინ ჩამოწოლილი მეწყრის გამო ვერ ახერხებს.მუჯირის განცხადებით, ხვალ დილამდე ყველა რეისი შეჩერებულია. როგორც მან აღნიშნა, მგზავრებს ბილეთების ღირებულება სრულად აუნაზღაურდებათ.შაბათს ხარაგაულთან მდებარე სადგურ მარელისში ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც რკინიგზა დააზიანა. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.ხარაგაულში მეწყერში მოყოლილ ხანდაზმულ კაცს ეძებენ >>საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ბოლო დღეებში მატარებლების შეყოვნებები გამოწვეულია დასავლეთ საქართველოში უამინდობითა და უხვი ნალექით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/01/279161689_197:0:828:473_1920x0_80_0_0_bcd2ccf503b48f4f9b9e5c333f6f7679.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რკინიგზა, სტიქიური მოვლენები, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რკინიგზა, სტიქიური მოვლენები, შემთხვევები საქართველოში
როდის აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოში
თბილისი-ბათუმის, თბილისი-ფოთის, ბათუმი-თბილისის, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-ერევნის რეისები სტიქიის გამო ვერ სრულდება.
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. გზა გაწმენდილია, ველოდებით ექსპერტებისგან დასკვნას და მხოლოდ ამის შემდეგ აღდგება მატარებლის მოძრაობა, განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო გადაყვანების დირექტორის მოადგილემ პაატა მუჯირმა.
„საქართველოს რკინიგზა“ აჭარის, სამეგრელოსა და ერევნის მიმართულებით რეისების შესრულებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გუშინ ჩამოწოლილი მეწყრის გამო ვერ ახერხებს.
მუჯირის განცხადებით, ხვალ დილამდე ყველა რეისი შეჩერებულია. როგორც მან აღნიშნა, მგზავრებს ბილეთების ღირებულება სრულად აუნაზღაურდებათ.
„გზაზე ექსპერტები, გეოლოგები და საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ. ამ დროისათვის გზა გაწმენდილია და ველოდებით ექსპერტებისგან დასკვნას. როდესაც გვექნება დასკვნა, რომ გადაადგილება უსაფრთხოა მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მატარებლების გადაადგილების განახლება", - განაცხადა პაატა მუჯირმა.
შაბათს ხარაგაულთან მდებარე სადგურ მარელისში ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც რკინიგზა დააზიანა. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ბოლო დღეებში მატარებლების შეყოვნებები გამოწვეულია დასავლეთ საქართველოში უამინდობითა და უხვი ნალექით.