საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ორშაბათს დაუბრუნდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2023
გამოწერა
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 30 ივნისს დაიხურა
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს 3 ივლისიდან პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართა.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 30 ივნისს დაიხურა და რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატები კანონების მისაღებად შეკრებას შემოდგომამდე მხოლოდ რიგგარეშე სესიის ფარგლებში შეძლებენ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რიგგარეშე სესიის ფარგლებში პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს, რომლებიც უკავშირდება დონორობას, საავტორო უფლებებს და ასევე საქართველოს თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს.
გარდა ამისა, რიგგარეშე სესიის ფარგლებში, კანონმდებლები აპირებენ დაძლიონ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა საქართველოს ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესს დაადო.
ყველა ახალი ამბავი
0