საქართველოს რკინიგზამ ორშაბათს ათზე მეტი რეისი გააუქმა

© courtesy of Georgian Railwayმატარებელი თბილისი-ბათუმი
მატარებელი თბილისი-ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2023
გამოწერა
მგზავრებს შეძენილი ბილეთების ღირებულების 100% უბრუნდება.
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ ხარაგაულის რაიონში, მარელისის სადგურთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო 3 ივლისისთვის დაგეგმილი 13 რეისი გააუქმა, იუწყება კომპანიის პრესსამსახური.
შაბათს, 1 ივნისს უამინდობისა და უხვი ნალექის გამო ხარაგაულის რაიონის სოფელ მარელისში მთა ჩამოიშალა. მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები. „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობა მგზავრთა გადაზიდვის აღდგენისთვის ექსპერტების დასკვნას ელოდება.
3 ივლისს გაუქმდა შემდეგი რეისები:
მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:
#806 თბილისი-ბათუმი06:30
#805 ბათუმი-თბილისი14:30
#802 თბილისი-ბათუმი08:00
#803 ბათუმი-თბილისი08:10
#808 თბილისი-ბათუმი10:35
#812 თბილისი-ბათუმი0:35
#811 ბათუმი-თბილისი0:45
#870 თბილისი-ზუგდიდი08:40
#12 თბილისი-ოზურგეთი08:50
#18 თბილისი-ქუთაისი08:50
#873 ფოთი-თბილისი07:20
#11 ოზურგეთი-თბილისი09:00
#17 ქუთაისი-თბილისი12:25
საგარეუბნო მატარებლები:
#6446 ხაშური-ზესტაფონი06:50
#6417 ზესტაფონი-ხაშური 06:50
სხვა რეისებთან დაკავშირებით, კომპანია ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. მგზავრებს შეძენილი ბილეთების ღირებულების 100% უბრუნდება.
ყველა ახალი ამბავი
0