https://sputnik-georgia.com/20230702/-------1----279177463.html
პროკურატურა: უძრავი ქონების სააგენტომ მოქალაეების კუთვნილი თითქმის 1 მლნ ლარი მიითვისა
პროკურატურა: უძრავი ქონების სააგენტომ მოქალაეების კუთვნილი თითქმის 1 მლნ ლარი მიითვისა
Sputnik საქართველო
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. 02.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-02T20:25+0400
2023-07-02T20:25+0400
2023-07-02T20:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიების მიხედვით, დაკავებულმა უძრავი ქონების სააგენტო დააარსა, რომლის გამოყენებით თბილისში ბინის დაგირავების მსურველებს საპროცენტო სარგებლის პირობით სესხებას სთავაზობდა. აღნიშნულის სანაცვლოდ ბრალდებული დაინტერესებულ პირებს სასურველი ბინების დაქირავებას და ნასესხები თანხის სარგებლით ბინის ქირის გადახდას ჰპირდებოდა, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, დაზარალებულებს თითქოსდა ნასესხებ თანხას დაუბრუნებდა.გარდა ამისა, ბრალდებული დაზარალებულებს სესხის სანაცვლოდ უძრავი ქონებით უზრუნველყოფას სთავაზობდა, რა დროსაც ნასესხები თანხით შეძენილი ნაკლები ღირებულების მიწის ნაკვეთებს იყენებდა. იგი მოქალაქეებთან აფორმებდა სესხის, სესხისა და იპოთეკის, გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებს და ამ გზით დაზარალებულების კუთვნილ თანხებს მოტყუებით ეუფლებოდა.აღნიშნული ქმედებით ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ, დიდი ოდენობით 962 ათას ლარს დაეუფლა.დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლით ( თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, 30 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო
პროკურატურა: უძრავი ქონების სააგენტომ მოქალაეების კუთვნილი თითქმის 1 მლნ ლარი მიითვისა
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, დაკავებულმა უძრავი ქონების სააგენტო დააარსა, რომლის გამოყენებით თბილისში ბინის დაგირავების მსურველებს საპროცენტო სარგებლის პირობით სესხებას სთავაზობდა. აღნიშნულის სანაცვლოდ ბრალდებული დაინტერესებულ პირებს სასურველი ბინების დაქირავებას და ნასესხები თანხის სარგებლით ბინის ქირის გადახდას ჰპირდებოდა, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, დაზარალებულებს თითქოსდა ნასესხებ თანხას დაუბრუნებდა.
„მეტი დამაჯერებლობისთვის ბრალდებული მოძიებული ბინების მეპატრონეებთან ქირავნობის ხელშეკრულებებს წერილობით აფორმებდა და მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში ბინაში უპრობლემოდ იცხოვრებდნენ“, -აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, ბრალდებული დაზარალებულებს სესხის სანაცვლოდ უძრავი ქონებით უზრუნველყოფას სთავაზობდა, რა დროსაც ნასესხები თანხით შეძენილი ნაკლები ღირებულების მიწის ნაკვეთებს იყენებდა. იგი მოქალაქეებთან აფორმებდა სესხის, სესხისა და იპოთეკის, გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებს და ამ გზით დაზარალებულების კუთვნილ თანხებს მოტყუებით ეუფლებოდა.
აღნიშნული ქმედებით ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ, დიდი ოდენობით 962 ათას ლარს დაეუფლა.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლით ( თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, 30 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.