https://sputnik-georgia.com/20230701/-13---------279160766.html
სამეგრელოში 13 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა
სამეგრელოში 13 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
53 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც მის წინააღმდეგ ჩვენება მოზარდმა მისცა, რომელიც 4 თვის ორსულია. 01.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-01T19:20+0400
2023-07-01T19:20+0400
2023-07-01T19:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სამეგრელო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261914697_301:163:3653:2048_1920x0_80_0_0_fd05e75c19c31945e8c457d716e296d4.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ზუგდიდში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის დაკავებულ 53 მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, იუწყება „მთავარი არხი“.მამაკაცი 13 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით პარასკევს, 30 ივნისს დააკავეს.დედამ არასრულწლოვანი ქალიშვილი მუცლის ტკივილის გამო კლინიკაში მიიყვანა, სადაც გაარკვიეს, რომ ის ოთხი თვის ორსული იყო. ამის შემდეგ დედამ პოლიციას არ მიმართა და ამის ნაცვლად შვილი ქუთაისის კლინიკაში აბორტის გასაკეთებლად წაიყვანა. მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს ექიმებმა აცნობეს.დაკავებული და დაზარალებული მეზობლები არიან. დედამ და მოზარდმა პოლიციაში ჩვენება უკვე მისცეს.ფაქტზე გამოძიება თავიდან სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. თუმცა, ტელეკომპანიის ცნობით, მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა 137-ე მუხლის მე-4-ე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს.მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება.ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.სასამართლომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უახლოესი 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261914697_1207:212:3655:2048_1920x0_80_0_0_b4af67287c13d0aee99669f8b61d66f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სამეგრელო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სამეგრელო
სამეგრელოში 13 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა
53 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც მის წინააღმდეგ ჩვენება მოზარდმა მისცა, რომელიც 4 თვის ორსულია.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ზუგდიდში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის დაკავებულ 53 მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, იუწყება „მთავარი არხი“.
მამაკაცი 13 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით პარასკევს, 30 ივნისს დააკავეს.
დედამ არასრულწლოვანი ქალიშვილი მუცლის ტკივილის გამო კლინიკაში მიიყვანა, სადაც გაარკვიეს, რომ ის ოთხი თვის ორსული იყო. ამის შემდეგ დედამ პოლიციას არ მიმართა და ამის ნაცვლად შვილი ქუთაისის კლინიკაში აბორტის გასაკეთებლად წაიყვანა. მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს ექიმებმა აცნობეს.
დაკავებული და დაზარალებული მეზობლები არიან. დედამ და მოზარდმა პოლიციაში ჩვენება უკვე მისცეს.
ფაქტზე გამოძიება თავიდან სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. თუმცა, ტელეკომპანიის ცნობით, მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა 137-ე მუხლის მე-4-ე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს.
მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება.
ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.
სასამართლომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უახლოესი 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.