https://sputnik-georgia.com/20230701/-1----279150615.html
საქართველოში 1 ივლისიდან მიკრობანკები გაჩნდება
საქართველოში 1 ივლისიდან მიკრობანკები გაჩნდება
Sputnik საქართველო
მაისის ბოლოსთვის საქართველოში მუშაობდა 15 კომერციული ბანკი, აქედან 3 - სისტემურია, ერთი კი ინტერნეტ-ბანკია 01.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-01T10:20+0400
2023-07-01T10:20+0400
2023-07-01T10:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24280/14/242801440_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_4927639e0d817e2bdca6d04001aa6f87.jpg
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. 1 ივლისიდან ამოქმედდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები და თანმხლები ნორმები, რომლებიც საქართველოში მიკრობანკების ლეგალიზაციას ითვალისწინებს.„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მიკრობანკი არის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია სააქციო საზოგადოების სახით, ლიცენზირებულია ეროვნული ბანკის მიერ. ის გასცემს სესხებსერთ ადამიანზე ან პირთა ჯგუფზე არაუმეტეს ერთი მილიონი ლარის ოდენობით, მოიზიდავს დეპოზიტებს, ხსნის და ემსახურება საკორესპონდენტო ანგარიშებს, გააჩნია საკუთარი საბანკო ბარათები უნაღდო და ნაღდი ანგარიშსწორებისთვის.ამავდროულად, მიკრობანკებზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, როგორც ბანკებს საქართველოში, ოპერაციების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის, სახსრების გადარიცხვის, დაკრედიტების და ანგარიშების გახსნის წესების კუთხით.ლიცენზიის მისაღებად იურიდიულმა პირმა წერილობით უნდა მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: დოკუმენტები დაფუძნების შესახებ, ცნობა კომერციული ბანკიდან ნებადართული და განთავსებული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ასევე ინფორმაცია კაპიტალის წარმოშობის შესახებ, ამ დროს მიკრობანკის საწყისი კაპიტალი უნდა იყოს 10 მილიონი ლარი.ამასთან, იურიდიულმა პირმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია ბანკის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშნული პირების მოთხოვნების შესაბამისობის შესახებ, ინფორმაცია სამეთვალყურეო საბჭოსა და აუდიტის კომიტეტის შესახებ, წარსული კომერციული საქმიანობის, სარჩელების, ფინანსური დანაშაულისთვის აღძრული სისხლის სამართლის საქმეების და საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული დევნის შესახებ, წარსული საქმიანობის აუდიტის დასკვნა, ასევე ცნობა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24280/14/242801440_111:0:1891:1335_1920x0_80_0_0_894a984dfbf98fca30e38506106f543c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოში 1 ივლისიდან მიკრობანკები გაჩნდება
მაისის ბოლოსთვის საქართველოში მუშაობდა 15 კომერციული ბანკი, აქედან 3 - სისტემურია, ერთი კი ინტერნეტ-ბანკია
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. 1 ივლისიდან ამოქმედდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები და თანმხლები ნორმები, რომლებიც საქართველოში მიკრობანკების ლეგალიზაციას ითვალისწინებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მიკრობანკი არის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია სააქციო საზოგადოების სახით, ლიცენზირებულია ეროვნული ბანკის მიერ. ის გასცემს სესხებსერთ ადამიანზე ან პირთა ჯგუფზე არაუმეტეს ერთი მილიონი ლარის ოდენობით, მოიზიდავს დეპოზიტებს, ხსნის და ემსახურება საკორესპონდენტო ანგარიშებს, გააჩნია საკუთარი საბანკო ბარათები უნაღდო და ნაღდი ანგარიშსწორებისთვის.
ამავდროულად, მიკრობანკებზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, როგორც ბანკებს საქართველოში, ოპერაციების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის, სახსრების გადარიცხვის, დაკრედიტების და ანგარიშების გახსნის წესების კუთხით.
ლიცენზიის მისაღებად იურიდიულმა პირმა წერილობით უნდა მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: დოკუმენტები დაფუძნების შესახებ, ცნობა კომერციული ბანკიდან ნებადართული და განთავსებული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ასევე ინფორმაცია კაპიტალის წარმოშობის შესახებ, ამ დროს მიკრობანკის საწყისი კაპიტალი უნდა იყოს 10 მილიონი ლარი.
ამასთან, იურიდიულმა პირმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია ბანკის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშნული პირების მოთხოვნების შესაბამისობის შესახებ, ინფორმაცია სამეთვალყურეო საბჭოსა და აუდიტის კომიტეტის შესახებ, წარსული კომერციული საქმიანობის, სარჩელების, ფინანსური დანაშაულისთვის აღძრული სისხლის სამართლის საქმეების და საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული დევნის შესახებ, წარსული საქმიანობის აუდიტის დასკვნა, ასევე ცნობა