სამების ტაძარში 2 ივლისს აბიტურიენტებს დალოცავენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2023
გამოწერა
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45.000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების წინა დღეს სამების ტაძარში სასულიერო პირები აბიტურიენტებს დალოცავენ, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტირებული.
„2 ივლისს, კვირას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ დაილოცებიან აბიტურიენტები. ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე“, - აღნიშნულია საპატრიარქოს გვერდზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი იხსნება, რომლებიც გამოსაცდელების მისაღებად უკვე სრულ მზადყოფნაშია. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი იხსნება ამბროლაურშიც.
ყველა ახალი ამბავი
0