https://sputnik-georgia.com/20230701/------279163380.html
იმერეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა მატარებლების მოძრაობა შეაფერხა
იმერეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა მატარებლების მოძრაობა შეაფერხა
Sputnik საქართველო
სტიქიის გამო თბილისი-ბათუმის, თბილისი-ფოთის, ბათუმი-თბილისის, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-ერევნის რეისები ვერ შესრულდება, განაცხადეს საქართველოს რკინიგზაში. 01.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-01T22:02+0400
2023-07-01T22:02+0400
2023-07-01T22:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რკინიგზა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/01/279161711_0:296:768:728_1920x0_80_0_0_89559453b3f2ddcf9c742c112abc673f.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზა“ აჭარის, სამეგრელოსა და ერევნის მიმართულებით რეისების შესრულებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ჩამოწოლილი მეწყრის გამო ვერ ახერხებს, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.კომპანიის ინფორმაციით, სადგურ მარელისში უხვმა ნალექმა და უამინდობამ მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია. მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები. მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ ბრიგადები სრულად მობილიზებულნი არიან და მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია.სტიქიის გამო რეისს ვერ შეასრულებენ და დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავლენ შემდეგი მიმართულებით მოძრავი მატარებლები: თბილისი-ბათუმი(#804), თბილისი-ფოთი (#874), ბათუმი-თბილისი (#801), ბათუმი-თბილისი (#807), ზუგდიდი-თბილისი (#869) და ბათუმი-ერევანი (#201).„კომპანიის გადაწყვეტილებით, მომხდარის გამო, ზემოთჩამოთვლილი მიმართულებით მოძრავი მატარებლები პირველივე ახლო მდებარე სადგურებში გაჩერდებიან, რათა მგზავრებმა სურვილისამებრ შეძლონ მატარებლებიდან ჩამოსვლა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.საქართველოს რკინიგზა ყველა რეისის საწყის სადგურზე დაბრუნებას უზრუნველყოფს.„სურვილისამებრ მგზავრებს შეეძლებათ მატარებლებით საწყის სადგურებში დაბრუნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.კომპანია მგზავრებს ასევე სრულად აუნაზღაურებს მგზავრობის საფასურს.საქართველოს რკინიგზა კიდევ ერთხელ შეახსენებს მგზავრებს, რომ ბოლო დღეებში მატარებლების შეყოვნებები გამოწვეულია დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობისა და უხვი ნალექის გამო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/01/279161711_0:224:768:800_1920x0_80_0_0_38d08b2ecc55d83356fafb3e89dcff79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რკინიგზა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რკინიგზა
იმერეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა მატარებლების მოძრაობა შეაფერხა
სტიქიის გამო თბილისი-ბათუმის, თბილისი-ფოთის, ბათუმი-თბილისის, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-ერევნის რეისები ვერ შესრულდება, განაცხადეს საქართველოს რკინიგზაში.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზა“ აჭარის, სამეგრელოსა და ერევნის მიმართულებით რეისების შესრულებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ჩამოწოლილი მეწყრის გამო ვერ ახერხებს, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანიის ინფორმაციით, სადგურ მარელისში უხვმა ნალექმა და უამინდობამ მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია. მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები. მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ ბრიგადები სრულად მობილიზებულნი არიან და მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია.
„უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მიუხედავად, მიზანშეწონილი არა არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტიქიის გამო რეისს ვერ შეასრულებენ და დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავლენ შემდეგი მიმართულებით მოძრავი მატარებლები: თბილისი-ბათუმი(#804), თბილისი-ფოთი (#874), ბათუმი-თბილისი (#801), ბათუმი-თბილისი (#807), ზუგდიდი-თბილისი (#869) და ბათუმი-ერევანი (#201).
„კომპანიის გადაწყვეტილებით, მომხდარის გამო, ზემოთჩამოთვლილი მიმართულებით მოძრავი მატარებლები პირველივე ახლო მდებარე სადგურებში გაჩერდებიან, რათა მგზავრებმა სურვილისამებრ შეძლონ მატარებლებიდან ჩამოსვლა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს რკინიგზა ყველა რეისის საწყის სადგურზე დაბრუნებას უზრუნველყოფს.
„სურვილისამებრ მგზავრებს შეეძლებათ მატარებლებით საწყის სადგურებში დაბრუნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომპანია მგზავრებს ასევე სრულად აუნაზღაურებს მგზავრობის საფასურს.
საქართველოს რკინიგზა კიდევ ერთხელ შეახსენებს მგზავრებს, რომ ბოლო დღეებში მატარებლების შეყოვნებები გამოწვეულია დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობისა და უხვი ნალექის გამო.