ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა: არის მსხვერპლი

© AP Photoმიწისძვრა ინდონეზიაში. 2022 წლის ნოემბერი
მიწისძვრა ინდონეზიაში. 2022 წლის ნოემბერი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2023
გამოწერა
მიწისძვრის დროს ერთი ადამიანი გულის შეტევით გარდაიცვალა
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. ინდონეზიის კუნძულ იავაზე გუშინ მომხდარი 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა, იუწყება Reuters.
წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის დროს გულის შეტევით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტო (BNPB).
ცნობილია, რომ მიწისძვრამ უმნიშვნელო ზიანი მიაყენა ასობით სახლს, ზოგიერთ ოფისს, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ჯაკარტას რაიონში და ცენტრალური იავას პროვინციაში მდებარეობს.
მიწისძვრა, რომელიც 25 კმ სიღრმეზე მოხდა, იგრძნობოდა ჯაკარტას რაიონის რამდენიმე ქალაქში, ასევე აღმოსავლეთ და ცენტრალურ იავაში, რომელიც ინდონეზიის ყველაზე დასახლებული კუნძულია. ცუნამის გაფრთხილება არ გამოცხადებულა.
ინდონეზია პლანეტის სეისმურად ყველაზე აქტიურ ზონაში მდებარეობს და წყნარი ოკეანეს ე.წ. ცეცხლოვანი რგოლის ნაწილია. 2009 წელს დასავლეთ სუმატრას პროვინციაში მომხდარმა ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 2004 წელს კი სუმატრას დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის დროს კი 12 ქვეყანაში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა.
ეს ვულკანების და ტექტონიკური რღვევების 40 ათას კილომეტრიანი ზოლი წყნარ ოკეანეს აკრავს. სწორედ „ცეცხლოვან რგოლში“ მდებარეობს პლანეტის დაახლოებით 1,5 ათასი ცნობილი ვულკანის თითქმის 90%. იქვე ხდება მიწისძვრების 90%.
ყველა ახალი ამბავი
0