https://sputnik-georgia.com/20230701/--------279163942.html
სამედიცინო და ტექნიკური უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლები შენდება
სამედიცინო და ტექნიკური უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლები შენდება
Sputnik საქართველო
მიგრაციისა და საცხოვრებლის ქირის ფასების მატების ფონზე სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლების თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 01.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-01T22:38+0400
2023-07-01T22:38+0400
2023-07-01T23:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
განათლება საქართველოში
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24775/12/247751242_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_50bcae9774f18006082e6c2c95c840e3.jpg
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტისა და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლების მშენებლობას ახორციელებს, ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის ანგარიშში.ანგარიშის მიხედვით, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის 800 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი ორ წელიწადში აშენდება. მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას შემდგომში გააგრძელებს.გარდა ამისა, ტექნიკური უნივერსიტეტი მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 3 კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს.მიგრაციისა და საცხოვრებლის ქირის ფასების მატების ფონზე სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლების თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რადგან სტუდენტები უმაღლესი განათლების მისაღებად თბილისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩადიან.საერთო საცხოვრებლის არარსებობისა და ბინის ქირასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, თბილისის ბევრი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს ჰიბრიდული სწავლების ფორმატს (ნაწილობრივ ონლაინ-ფორმატი). კი სტუდენტები რეგიონებიდან გამოცდებს რესურსცენტრებში აბარებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24775/12/247751242_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_8377a28c87c380a726276f14d1ef7c85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, განათლება საქართველოში , სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, განათლება საქართველოში , სოციალური სფერო საქართველოში
სამედიცინო და ტექნიკური უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლები შენდება
22:38 01.07.2023 (განახლებულია: 23:38 01.07.2023) მიგრაციისა და საცხოვრებლის ქირის ფასების მატების ფონზე სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლების თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტისა და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლების მშენებლობას ახორციელებს, ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის 800 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი ორ წელიწადში აშენდება. მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას შემდგომში გააგრძელებს.
გარდა ამისა, ტექნიკური უნივერსიტეტი მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 3 კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს.
მიგრაციისა და საცხოვრებლის ქირის ფასების მატების ფონზე სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლების თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რადგან სტუდენტები უმაღლესი განათლების მისაღებად თბილისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩადიან.
საერთო საცხოვრებლის არარსებობისა და ბინის ქირასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, თბილისის ბევრი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს ჰიბრიდული სწავლების ფორმატს (ნაწილობრივ ონლაინ-ფორმატი). კი სტუდენტები რეგიონებიდან გამოცდებს რესურსცენტრებში აბარებენ.