https://sputnik-georgia.com/20230630/saqartvelo-da-evropis-sabwo-2024-2027-wlebis-samoqmedo-gegmaze-musaoben-279130402.html
საქართველო და ევროპის საბჭო 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის შექმნაზე მუშაობენ
საქართველო და ევროპის საბჭო 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის შექმნაზე მუშაობენ
Sputnik საქართველო
ეს გეგმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაში დაეხმარება. 30.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-30T16:34+0400
2023-06-30T16:34+0400
2023-06-30T21:28+0400
პოლიტიკა
ევროპა
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991123_0:28:3000:1716_1920x0_80_0_0_20ce4862b7fc8d3bb00475c47ed26780.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველო ევროპის საბჭოსთან ერთად 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის შექმნაზე მუშაობს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან თბილისში შეხვედრის შემდეგ. ბურიჩის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. უცხოელი სტუმარი ასევე მიიღებს მონაწილეობას ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 1 ივლისს გაიმართება. როგორც ბურიჩმა აღნიშნა, მოქმედებების მიმდინარე გეგმა, რომელიც წლის ბოლოს უნდა იყოს წარდგენილი, მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლო რეფორმა, კანონმდებლობა ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ და ბავშვთა ექსპლუატაცია. „2024-2027 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ის უახლოეს მომავალში დასრულდება და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ევროპის საბჭო ამ რეფორმების ერთგული იქნება. ეს ყველაფერი ევროკავშირში ინტეგრაციაშიც დაგეხმარებათ", – განაცხადა გენერალურმა მდივანმა. საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა. ამჟამად 1949 წელს დაარსებული ორგანიზაციის შემადგენლობაში 46 სახელმწიფო შედის.
ევროპა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991123_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_6a5b065d3802da35a0645bdc9e437aa7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ევროპა, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო
პოლიტიკა, ევროპა, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო
საქართველო და ევროპის საბჭო 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის შექმნაზე მუშაობენ
16:34 30.06.2023 (განახლებულია: 21:28 30.06.2023) ეს გეგმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაში დაეხმარება.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველო ევროპის საბჭოსთან ერთად 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის შექმნაზე მუშაობს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან თბილისში შეხვედრის შემდეგ.
ბურიჩის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. უცხოელი სტუმარი ასევე მიიღებს მონაწილეობას ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 1 ივლისს გაიმართება.
„საქართველოსთვის ევროპის საბჭოსთან ერთად შექმნილი სამოქმედო გეგმა არის ღირებული ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ეროვნული კანონმდებლობის, ინსტიტუტებისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას", – განაცხადა დარჩიაშვილმა.
როგორც ბურიჩმა აღნიშნა, მოქმედებების მიმდინარე გეგმა, რომელიც წლის ბოლოს უნდა იყოს წარდგენილი, მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლო რეფორმა, კანონმდებლობა ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ და ბავშვთა ექსპლუატაცია.
„2024-2027 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ის უახლოეს მომავალში დასრულდება და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ევროპის საბჭო ამ რეფორმების ერთგული იქნება. ეს ყველაფერი ევროკავშირში ინტეგრაციაშიც დაგეხმარებათ", – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა. ამჟამად 1949 წელს დაარსებული ორგანიზაციის შემადგენლობაში 46 სახელმწიფო შედის.