https://sputnik-georgia.com/20230630/qartvelma-moragbeebma-axalgazrdul-msoflio-cempionatze-argentina-gaanadgures-279120633.html
ქართველმა მორაგბეებმა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა გაანადგურეს
ქართველმა მორაგბეებმა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა გაანადგურეს
ლადო კილასონიას გუნდი ჯგუფში ბოლო შეხვედრას იტალიის წინააღმდეგ 4 ივლისს ჩაატარებს. 30.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-30T12:19+0400
2023-06-30T12:19+0400
2023-06-30T16:56+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/47/236174756_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_c45e74c49c080ac747091b6865ff2599.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U-20) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჩაატარა არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ და 20:0 მოიგო. ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი 14:0 ანგარიშით მოიგეს, შემდეგ თავიანთი გამარჯვება მეორე ტაიმის დასაწყისშივე კიდევ უფრო განამტკიცეს - 20:0. ჯგუფის მეორე შეხვედრაში პირველობის მასპინძელმა, სამხრეთ აფრიკამ იტალიასთან 26:34 წააგო. ლადო კილასონიას გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს იტალიის წინააღმდეგ 4 ივლისს გამართავს. ორი ტურის შემდეგ საქართველოს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, იტალიასა და არგენტინას თითო გამარჯვება აქვთ. ჯგუფში პირველი ადგილი არგენტინას უკავია. რაგბი-2023: დასახელდა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის>>ქართული გუნდის გარდა, რომელსაც 4 ქულა აქვს, დანარჩენ სამ გუნდს ბონუს-ქულა აქვს (5–5), ამიტომ ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად და ნახევარფინალში გასასვლელად საქართველოს იტალიის დამარცხება და ბონუს-ქულის აღებაც სჭირდება (თუ სამხრეთ აფრიკა–არგენტინა ფრედ არ დასრულდება, რაც იშვიათია რაგბიში). ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ თასისთვის ბრძოლას ოთხი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს, მეორე ადგილებზე გასული შემდეგი ოთხი ნაკრები მეხუთე-მერვე ადგილებისთვის იბრძოლებს, ხოლო მესამე ოთხეული მე-9–მე-12 ადგილებს გაინაწილებს. მე-12 ადგილზე გასული გუნდი Gaisad Alaf-ში გადავა. მას Alaf-ის წლევანდელი გამარჯვებული შეცვლის, რომელიც კენიაში 15-30 ივლისს ჩატარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/47/236174756_111:0:1891:1335_1920x0_80_0_0_d71f5ff5a360ea6a629b95c7acf2bb5d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ქართველმა მორაგბეებმა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა გაანადგურეს
12:19 30.06.2023 (განახლებულია: 16:56 30.06.2023) ლადო კილასონიას გუნდი ჯგუფში ბოლო შეხვედრას იტალიის წინააღმდეგ 4 ივლისს ჩაატარებს.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U-20) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჩაატარა არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ და 20:0 მოიგო.
ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი 14:0 ანგარიშით მოიგეს, შემდეგ თავიანთი გამარჯვება მეორე ტაიმის დასაწყისშივე კიდევ უფრო განამტკიცეს - 20:0.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში პირველობის მასპინძელმა, სამხრეთ აფრიკამ იტალიასთან 26:34 წააგო.
ლადო კილასონიას გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს იტალიის წინააღმდეგ 4 ივლისს გამართავს. ორი ტურის შემდეგ საქართველოს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, იტალიასა და არგენტინას თითო გამარჯვება აქვთ. ჯგუფში პირველი ადგილი არგენტინას უკავია.
ქართული გუნდის გარდა, რომელსაც 4 ქულა აქვს, დანარჩენ სამ გუნდს ბონუს-ქულა აქვს (5–5), ამიტომ ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად და ნახევარფინალში გასასვლელად საქართველოს იტალიის დამარცხება და ბონუს-ქულის აღებაც სჭირდება (თუ სამხრეთ აფრიკა–არგენტინა ფრედ არ დასრულდება, რაც იშვიათია რაგბიში).
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ თასისთვის ბრძოლას ოთხი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს, მეორე ადგილებზე გასული შემდეგი ოთხი ნაკრები მეხუთე-მერვე ადგილებისთვის იბრძოლებს, ხოლო მესამე ოთხეული მე-9–მე-12 ადგილებს გაინაწილებს. მე-12 ადგილზე გასული გუნდი Gaisad Alaf-ში გადავა. მას Alaf-ის წლევანდელი გამარჯვებული შეცვლის, რომელიც კენიაში 15-30 ივლისს ჩატარდება.