როგორ შევძინოთ ჩვეულებრივ წყალს განსაკუთრებული ძალა: რიტუალი სავსემთვარეობისთვის

© Pexels / James Wheelerსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2023
გამოწერა
სავსე მთვარის დროს წყაროდან აღებული სუფთა წყალი განსაკუთრებულ ძალას იძენს, თუ მას შესაბამის რიტუალს ჩაუტარებთ, ირწმუნებიან ეზოტერიკოსები.
მათი თქმით, მთვარის შუქით დამუხტული ჩვეულებრივი წყალი ძლიერი სამკურნალო საშუალებაცაა და ამასთან ნეგატიური ენერგიისგანაც წმენდს ადამიანს.
გარდა ეზოტერიკოსებისა, ამ მოსაზრებას ეთანხმება ალტერნატიული მედიცინის დოქტორი მასურო ემოტოც, რომელიც ირწმუნება, რომ წყალს გარემოსგან ინფორმაციის მიღება და დამახსოვრება შეუძლია. ანუ, მისი მტკიცებით, წყლის კრისტალიზაციის სტრუქტურა იმ სიტყვების შინაარსის მიხედვით იცვლება, რომლებსაც მის სიახლოვეს წარმოთქვამენ. ამის შემდეგ კი ის შესაბამის გავლენას ახდენს ადამიანზე.
მართალია, მასურო ემოტოს კვლევები ფსევდომეცნიერებად მიიჩნევა, მაგრამ წყალს რომ ინფორმაციის აღქმა-დამახსოვრება შეუძლია, ეს ალფრედ ვეგენერის პოლარული კვლევების ინსტუტმაც (AWI) დაადასტურა.
როგორც AWI-ს პროფესორმა ბორის კოხმა განაცხადა, „წყალს ქიმიური მახსოვრობა აქვს“ და ორგანული მოლეკულების სახით დიდი ხნის განმავლობაში ინახავს ინფორმაციას ნებისმიერი ორგანიზმის შესახებ, რომელთანაც კონტაქტი ჰქონდა. ეს ზეზუსტი მასს-სპექტომეტრით ჩატარებულმა ანალიზმა დაადასტურა.
მისი თქმით, ქიმიის თვალსაზრისით ამ ფენომენს ახსნა არ აქვს, ვინაიდან წესით ორგანული მოლეკულები ძალიან სწრაფად უნდა იშლებოდეს.
სხვათა შორის, წყალს რომ ენერგიისა და აზრების შთანთქმა-შენახვა შეუძლია, ჩვენს წინაპრებსაც სჯეროდათ. ამის დასტურად თუნდაც წყალკურთხევის ქრისტიანული ტრადიცია გამოდგება.

როგორ „ავავსოთ“ წყალი მთვარის ენერგიით

რაღა თქმა უნდა, რიტუალს, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ, არაფერი აქვს საერთო არც ქრისტიანულ რელიგიასთან და არც მეცნიერებასთან. ეს ეზოტერული მოსაზრებაა, როგორც თავად ამბობენ, დროით გამოცდილი და დადასტურებული.
პირველი, რაც რიტუალური წყლის აღებამდე უნდა გააკეთოთ: დამშვიდდით და თავში მხოლოდ პოზიტიური აზრები შეუშვით. არ დაგავიწყდეთ, რომ წყალი თქვენს ენერგიასაც იწოვს.
შემდეგ აიღეთ მინის ჭურჭელი, ვინაიდან მინა, გარდა იმისა, რომ ტოქსიკურ ქიმიურ შენაერთებს არ შეიცავს, გამჭვირვალეცაა და მთვარის ენერგია პირდაპირ წყალში შეაღწევს.
გააფორმეთ ჭურჭელი გარედან თქვენი გემოვნებით: შეგიძლიათ უბრალოდ კეთილი შინაარსის სიტყვები ან ლამაზი ოცნებები დააწეროთ, შეგიძლიათ ყვავილებით ან რაიმე სამშვენისით მორთოთ.
აავსეთ ჭურჭელი წყლით პირთამდე და გადგით გარეთ — ფანჯარაზე, აივანსა თუ ეზოში. ისეთ ადგილზე, სადაც ყველაზე კარგად ხვდება სავსე მთვარის სინათლე.
„გაუგზავნეთ“ წყალს პოზიტიური აზრები, ანუ დამუხტეთ დადებითი ენერგიით. ამისთვის შეგიძლიათ ლოცვა წაიკითხოთ, საგალობელი ან რაიმე კეთილი სიმღერა იღიღინოთ ჭურჭლის თავზე, ან სულაც მთვარეს სთხოვოთ – კეთილდღეობა, ბედნიერება და ჯანმრთელობა გიწყალობოთ.
დატოვეთ ჭურჭელი მთელი ღამით მთვარის შუქზე.
დილით კი შეიტანეთ სახლში და ერთი ყლუპი მოსვით.
დაიხსომეთ: მთვარის ენერგიით სავსე წყალი ზედიზედ 28 დღის განმავლობაში უნდა სვათ — ყოველდღე თითო ყლუპი.
ეზოტერიკოსები ირწმუნებიან, რომ ასეთი წყალი სხეულსაც გაგიწმენდთ და ენერგეტიკულ ველსაც.
ყველა ახალი ამბავი
0