საეკლესიო კალენდარი: 29 ივნისი

© photo: Sputnik / Oleg Lastochkinგერგეტის სამება
გერგეტის სამება - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2023
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ივნისს მოწამე ქაიხოსრო ქართველის, წმიდა ტიხონის, ამათუნტელი ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე ტიგროს ხუცისა და მოწამე ევტროპიოს წიგნისმკითხველის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მამა ქაიხოსრო ქართველი
ცნობა წმინდა ქაიხოსრო ქართველის შესახებ, XVIII საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მწერლის, ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსვლაში“ გვხვდება. ტიმოთე გაბაშვილი აღწერს იერუსალიმის სიწმინდეებს, ჯვრის ქართველთა მონასტრის აღაპებს და ფრესკებს. ის აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილია წმინდანთა სახელები და მათ შორის „წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი, რომელიც აწამა ყეენმან შაჰ-აბაზ წმიდათა ხატთათვის, ქორონიკონსა ტ“ (1612).
წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი
წმიდა ტიხონი, კვიპროსის ქალაქ ამათუნტში დაიბადა. მშობლები ქრისტიანული ღვთისმოშიშებით ზრდიდნენ შვილს და საფუძვლიანად ასწავლიდნენ წმიდა წერილს. უფალმა წმიდანს სიყმაწვილეშივე მიმადლა სასწაულთქმედების ნიჭი.
კეთილმსახური ჭაბუკი ღვთისმსახურთა დასში ჩარიცხეს და მედავითნედ დაადგინეს, შემდეგ კი ამათუნტელმა მღვდელმთავარმა მემნონმა დიაკვნადაც დაასხა ხელი. მემნონის სიკვდილის შემდეგ მის კათედრაზე წმიდა ტიხონი აირჩიეს. ხიროტონია კვიპრელმა ეპისკოპოსმა ეპიფანემ აღასრულა.
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2023
საეკლესიო კალენდარი: 28 ივნისი
წმიდა მღვდელმთავარი დაუცხრომლად იღვწოდა კვიპროსზე წარმართობის ნაშთების აღმოსაფხვრელად. მას არ ეშინოდა არავითარი მუქარისა და ახოვნად აღიარებდა ქრისტეს უსჯულოთა წინაშე. წმიდა მღვდელმთავარი საოცრად გულმოწყალეც იყო. მისი სახლის კარები მუდამ ღია იყო მნახველებისთვის.
ამათუნტის საკვირველთმოქმედი ეპისკოპოსის სული 425 წელს მშვიდობით შეივედრა უფალმა.
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცი და ევტროპიოს წიგნის მკითხველი
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცი და ევტროპიოს წიგნის მკითხველი წმიდა მწყემსმთავრის, იოანე ოქროპირის ანამედროვეები და ღვთისმსახურთა მისი დასის წევრები იყვნენ. ტიგროსი, თავმდაბალი და გულმოწყალე მამა, ერთგულად განაგებდა სამწყსოს, ევტროპი კი - სიწმიდითა და კეთილგონიერებით გამორჩეული ქრისტიანი - კეთილმსახური ცხოვრების მაგალითს აძლევდა მრევლს. 404 წელს, როცა იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლიდან განდევნეს, ტიგროს ხუცი და ევტროპიოს წიგნის მკითხველი, როგორც მისი მიმდევრები, შეიპყრეს და წმიდა მღვდელმთავრის მოწინააღმდეგეთა კუთვნილი ტაძრებისა და შენობების დაწვაში დასდეს ბრალი. ნეტარი ტიგროსი აწამეს, შემდეგ კი მესოპოტამიაში გაგზავნეს, სადაც პყრობილებაში აღმოხდა სული. წმიდა ევტროპიოსიც წამების შემდგომ დილეგში ჩააგდეს, სადაც აღესრულა კიდეც.
მასალა მომზადებულია ღია წყარიებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0