მიმოხილვა: როგორ მუშაობს „ზმეიგორინიჩი“ და „ზემლედელიე“ დანაღმულ ველებზე

© photo: Sputnik / Maksim Blinov
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2023
გამოწერა
НовостиTelegram
რუსულ მაღალი სიზუსტის რაკეტებთან და მოიერიშე დრონებთან ერთად, სპეცოპერაციის ზონაში ხმელეთზე მაღალ ეფექტურობას აჩვენებს განაღმვის უნიკალური სისტემა „ზმეი გორინიჩი“, ასევე დისტანციური დანაღმვის სისტემა „ზემლედელიე“. საინჟინრო ჯარების სრულყოფილი ტექნიკა თავდაცვის მოქნილად ორგანიზებისა და შეტევაზე სწრაფი გადასვლის საშუალებას იძლევა.
27 ივნისს რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის ნაწილებმა ოპერატიულად გადალახეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დანაღმული ველები და მტრის დასაყრდენი პუნქტები გაანადგურეს კრასნოლიმანსკის მიმართულებით. განაღმვის თვითმავალმა რეაქტიულმა დანადგარმა, რომელსაც ჯარებმა მეტსახელად „ზმეი გორინიჩი" უწოდეს შუქხმოვანი ეფექტებისთვის, ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევაში დაეხმარა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს პირადი შემადგენლობის დაკარგვის გარეშე.
რუსული UR-77-ები აქტიურად გამოიყენება სპეცოპერაციის ზონაში და მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა. „ზმეი გორინიჩი“ სამ წუთში ერთი ზალპით ქმნის 100 მეტრის სიგრძისა და 6-14 მეტრის სიგანის გასასვლელს მტრის მიერ დანაღმულ ველზე.
მეორე მხრივ, ზაპოროჟიესა და სამხრეთ დონეცკის მიმართულებებში რუსეთის ჯარებს უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების მოგერიებაში მძლავრი დანაღმული ველები ეხმარება, რომლებიც დისტანციურად ახლდება 5-დან 15 კილომეტრის მანძილზე უახლესი დამნაღმველის – „ზემლედელიეს“ გამოყენებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ელიტური (ნატოს სტანდარტებით მომზადებული) 47-ე მექანიზებული ბრიგადის შეტევის შესახებ გუშინ გამოქვეყნებული კადრები საშუალებას გვაძლევს დავრწმუნდეთ, რომ თავდასხმა დანაღმულ ველზე სამხედრო ტექნიკის აფეთქებით დამთავრდა. როდესაც უკრაინელმა მებრძოლებმა აფეთქებული მანქანები დატოვეს, აფეთქდა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები. და ამაში დიდი წვლილი „ზემლედელიეს“ მიუძღვის.
ამერიკული გამოცემა The Drive-ის თანახმად, უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრში კიევისთვის მიწოდებული 109 Bradley-დან მოკლე დროში განადგურებული, დაზიანებული და მიტოვებულია 24 ერთეული. სინამდვილეში, აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და პენტაგონის მდგომარეობა კიდევ უფრო დრამატულად გამოიყურება. „კონტრშეტევის“ სამი კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეუქცევადად დაკარგეს 259 ტანკი, 780 ჯავშანმანქანა (მათ შორის ამერიკული ტექნიკა) და 14 ათასი ჯარისკაცი.
რუსული დანაღმული ველები ეფექტურად და 24 საათის განმავლობაში მოქმედებს — მხოლოდ 28 ივნისის ღამეს ზაპოროჟიეს მიმართულებით განადგურდა სამი ტანკი და სამი ქვეითთა საბრძოლო მანქანა. პენტაგონს არ ეგონა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასეთი კატასტროფული დანაკარგები ექნებოდა „გიგანტურ დანაღმულ ველებზე“. შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციის დაწყებიდან მოწინააღმდეგემ 10.395 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა დაკარგა.

საიმედო „ზმეი გორინიჩი"

მძლავრი UR-77 — ეს თვითმავალ ჰაუბიცა 2С1 „გვოზდიკის" ბაზაზე შექმნილი მძლავრი ჯავშნის მქონე კორპუსია, ზემოდან ორი გამშვები დანადგარით, რომელშიც მარყუჟებად არის ჩალაგებული ასაფეთქებლიანი სქელი თოკები. სპეციალური სარაკეტო რეაქტიული საბრძოლო მასალა შეადგენს ზუსტად 725 კგ პლასტიტს, რომლის დეტონაციაც უსაფრთხო დერეფანს უზრუნველყოფს. წარმატებული კონცეფცია და საიმედო კონსტრუქცია — „ზმეი გორინიჩი" არასოდეს გვღალატობდა საბრძოლო პირობებში.
დანიშნულ დროს მანქანა იკავებს პოზიციას ფრონტის ხაზზე, სწევს რელსებს და უშვებს „გველს“, რომელიც დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავს. სამუხრუჭე ბაგირის დაჭიმვის შემდეგ, რომელიც მუხტის „კუდს“ მანქანასთან აკავშირებს, მძღოლი-მექანიკოსი უკან იხევს.
მუხტი ნაღმის ველს უსწორდება, მეთაურ-ოპერატორი კაბელით აფეთქებს „გველს“. გასასვლელი მზად არის.
განაღმვის დანადგარი უსაფრთხო და მარტივია ექსპლუატაციაში. დაჯავშნული კორპუსი და მუხლუხოვანი ბაზა საშუალებას აძლევს UR-77-ს, სწრაფად მიაღწიოს მტერთან შეხების ხაზს, დაუყოვნებლივ გააკეთოს გასასვლელი ჯავშანტექნიკისა და ქვეითებისთვის.
ამავდროულად „ზმეი გორინიჩის“ ეკიპაჟი (მძღოლი და ოპერატორი) მანქანიდან არც კი გადმოდის. UR-77 მოტომსროლელი და სატანკო პოლკების შეიარაღებაშია შესული და საბრძოლო მოქმედებებში ქვედანაყოფის მეთაურის გეგმის მიხედვით გამოიყენება.
ამერიკელებს აქვთ განაღმვის ანალოგიური მუხტი M58, რომელსაც ათავსებენ საინჟინრო მანქანების ძარაზე ან მისაბმელზე. მყარსაწვავიანი რაკეტა აბუქსირებს პოლიეთილენის მოქნილ შლანგს, რომელიც სავსეა C4-ით. თეორიულად, აფეთქებამ იგივე შედეგი უნდა უზრუნველყოს (100-მეტრიანი დერეფანი დანაღმულ ველზე), მაგრამ ამერიკული სისტემა საბრძოლო პირობებში არასანდო აღმოჩნდა, ხოლო ასაფეთქებელი და ეკიპაჟი არაფრით არ არის დაცული მტრის ცეცხლისგან. ეს ძალიან საშიში კონსტრუქციაა.

სასტიკი „ზემლედელიე“

პლანეტის ბევრ ცხელ წერტილში გამოცდილი „ზმეი გარინიჩისგან“ განსხვავებით, უახლესი საინჟინრო დისტანციური დანაღმვის მანქანა "ზემლედელიეს“ გამოყენება ახლახან დაიწყო სპეცოპერაციის ზონაში.
ივნისის დასაწყისში მთელმა მსოფლიომ ნახა უკრაინის შეიარაღებული ძალების ნატოს აღჭურვილობის მთელი კოლონების — „ლეოპარდების“, „ბრედლების“, განაღმვის მანქანების აფეთქებების ამსახველი ფოტო-ვიდეო რუსული საინჟინრო ჯარების მიერ „დათესილ“ ნაღმებზე.
დისტანციური დანაღმვის საინჟინრო სისტემა „ზემლედელიე“ ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემის პრინციპით მუშაობს. საბრძოლო მანქანაზე არის 122 მმ კალიბრის 50 დამმიზნებელი ზალპური ცეცხლისთვის. რეაქტიული ჭურვები მოცემულ ტერიტორიაზე (ფეხბურთის რამდენიმე მოედნის არეალში) იფანტება და ნებისმიერი სირთულის დანაღმულ ველს ქმნის, მათ შორის, მზა გასასვლელებს ჯარებისთვის.
დაზვერვასთან თანამშრომლობით რამდენიმე "ზემლედელიეს“ შეუძლია სწრაფად შეაჩეროს მტრის შეტევა ფართო ფრონტზე, ნებისმიერი მიმართულებით.
რა თქმა უნდა, აშშ-ისა და ნატოს ექსპერტები მეტად შეშფოთებული არიან რუსული დანაღმული ველებისა და საბრძოლო მასალის ტექნოლოგიური დახვეწილობით. ამიტომ მათ უკრაინის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალისთვის მხოლოდ „ბრედლის“ დამატება და „კონტრშეტევაში“ თავის მოკვლა შეუძლიათ შესთავაზონ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0