უმეტესად რა დაავადებები იწვევს სიკვდილს საქართველოში - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2023
გამოწერა
გარდაცვალების ძირითად მიზეზებს შორის კორონავირუსის გართულების შედეგად სიკვდილი აღარ გვხვდება.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. სიკვდილიანობა საქართველოში 2022 წელს შემცირდა წინა წელთან შედარებით – ქვეყანაში გარდაიცვალა 49.118 ადამიანი, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 18%-ით ნაკლებია, აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მასალებში.
გარდაცვალების ძირითადი მიზეზი, ისევე, როგორც გასულ წლებში, არის სისხლის მიმოქცევის სისტემასთან დაკავშირებული (35,9%) და სიმსივნური (9,2%) დაავადებები.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სიკვდილის ძირითადი მიზეზი ხუთ წლამდე ბავშვებში პერინატალურ პერიოდში აღმოჩენილი დარღვევებია.
სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს: ახალი მონაცემები>>
5-დან 39 წლამდე ასაკში დომინირებს ტრავმები, მოწამვლა და გარე ზემოქმედების სხვადასხვა შედეგი, რადგან ამ ასაკობრივი კატეგორიის პირებს შორის უბედური შემთხვევების ალბათობა უფრო მაღალია. 40 წელს ზემოთ ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემისა და სიმსივნური დაავადებები.
სიკვდილიანობის სტატისტიკა საქართველოში 2022 წელს ასეთია:
ძირითადი დაავადებები, რომლებიც სიკვდილს იწვევს

2021

2022

სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები

22.158

17.641

კლინიკური სიმპტომები და დარღვევები, რომლებიც კონკრეტულ დაავადებებს არ განეკუთვნება

7.348

14.027

სიმსივნე

7.641

4.530

რაც შეეხება კორონავირუსს, 2021 წელს ამ დაავადების შედეგად გარდაიცვალა 11.268 ადამიანი, ხოლო 2022 წელს – 2.632 პაციენტი.
ყველა ახალი ამბავი
0