„საქართველოს რკინიგზამ“ ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა

© photo: Sputnik / Stringerბათუმის სარკინიგზო სადგური
ბათუმის სარკინიგზო სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2023
გამოწერა
კომპანია ახალი რეისის დეტალურ განრიგს აქვეყნებს.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზა" თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით რეისებს ამატებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დედაქალაქიდან მატარებელი გავა 06:30 საათზე და ბათუმში ჩავა 11:42 საათზე.
ბათუმიდან მატარებელი გავა 14:30 საათზე და თბილისში იქნება 19:42 საათზე.
მატარებლის ბილეთების შეძენა შესაძლებელია სპეციალურ ვებ-გვერდზე www.ticket.railway.ge, სწრაფი გადახდის აპარატებით, რკინიგზის სადგურების სალაროებში, ასევე „საქართველოს რკინიგზის" პარტნიორ კომპანიებში.
ყველა ახალი ამბავი
0