რვა შეცდომა, რომელსაც ყველა მშობელი უშვებს: ფსიქოლოგი გირჩევთ
17:17 29.06.2023 (განახლებულია: 21:41 29.06.2023)
© Pexels / Polina Zimmermanმოზარდი გოგონა
© Pexels / Polina Zimmerman
გამოწერა
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. მოზარდობის ასაკი — ეს არის „სიცოცხლის პერიოდი ბავშვობის შემდეგ და სიყმაწვილის წინ“, რა დროსაც ადამიანში ხდება ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური ცვლილებები, აცხადებენ ესპანეთის სამეფო აკადემიის (RAE) მეცნიერები.
მათი თქმით, მოზარდთა უმეტესობა გარემომცველ სამყაროს კონკრეტულ ტერმინებად ახარისხებს: სწორია ან არასწორი, მშვენიერია ან საშინელი. ისინი იშვიათად იყურებიან არსებულზე შორს, რის გამოც არ აქვთ უნარი – გაიაზრონ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ ქმედებას ხანგრძლივ პერსპექტივაში.
მოზარდობის პერიოდის ბოლოს კი უკვე ბევრი მათგანი აცნობიერებს ვითარებას და მომავალს უფიქრდება. ამ პერიოდში რთული პრობლემების გადაჭრისა და სხვათა განცდების შეგრძნების უნარი მნიშვნელოვნად მძაფრდება.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მეტად რთული ასაკია და მშობლებს მისი მშვიდად გადატანა ძალიან უჭირთ. მოზარდთან ურთიერთობაში ისინი ხშირად უშვებენ შეცდომებს, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულ რვას ქვემოთ გაგაცნობთ და აქვე რეკომენდაციებსაც შემოგთავაზებთ.
შეცდომაა, როცა:
დიალოგისთვის მზად არ ხართ
შვილთან საუბარი შესაძლოა არ გამოვიდეს მაშინ, როცა ეს თქვენ გსურთ, მაგრამ ის აუცილებლად უნდა შედგეს მაშინ, როცა ეს თქვენს შვილს სურს და სჭირდება.
იცოდეთ, მოზარდი აუცილებლად მიხვდება, მართლა გულისყურით უსმენთ თუ ერთი სული გაქვთ, სხვა საქმეს მიუბრუნდეთ.
დაიმახსოვრეთ:
დაიმახსოვრეთ:
მოუსმინეთ შვილს და შეიგრძენით მისი განცდები, განაზოგადეთ მისი იდეები და მიაწოდეთ სასარგებლო ინფორმაცია;
სწორად შეარჩიეთ დრო და ადგილი შვილთან სალაპარაკოდ;
ნუ დაიწყებთ საუბარს ნეგატივით.
მოსმენისთვის მზად არ ხართ
დააკვირდით რას ამბობთ და როგორ ამბობთ. შვილთან საუბრისას დაიკავეთ აქტიური პოზიცია, დადექით მის წინ, არ გადააჯვარედინოთ ხელები და ფეხები, უყურეთ პირდაპირ თვალებში.
შეეცადეთ დაიზღვიოთ თავი ამ დროს ხელის შემშლელი გარემოებებისგან, ხმაურისგან, ტელეფონის ზარისა თუ ყურადღების გამფანტველი სხვა მომენტებისგან. ნუ გადაერთვებით სხვა საზრუნავზე და ნუ იჩქარებთ.
არ შეაწყვეტინოთ ლაპარაკი შვილს, დაე, ბოლომდე თქვას სათქმელი. ნუ მიიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებას.
შეეცადეთ დაიზღვიოთ თავი ამ დროს ხელის შემშლელი გარემოებებისგან, ხმაურისგან, ტელეფონის ზარისა თუ ყურადღების გამფანტველი სხვა მომენტებისგან. ნუ გადაერთვებით სხვა საზრუნავზე და ნუ იჩქარებთ.
არ შეაწყვეტინოთ ლაპარაკი შვილს, დაე, ბოლომდე თქვას სათქმელი. ნუ მიიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებას.
არ გამოგდით თანაგრძნობა
შვილისადმი თანაგრძნობა – ეს მშობლის უნარია, გააიგივოს თავი შვილთან და გაითავისოს მისი შეგრძნებები.
იმსჯელეთ იმ იდეებსა და გრძნობებზე, რომლებსაც შვილი გიზიარებთ. დაე, იგრძნოს, რომ ყურადღებით უსმენთ და, რაც მთავარია, გესმით მისი.
იმსჯელეთ იმ იდეებსა და გრძნობებზე, რომლებსაც შვილი გიზიარებთ. დაე, იგრძნოს, რომ ყურადღებით უსმენთ და, რაც მთავარია, გესმით მისი.
ვერ არჩევთ საუბრის ადგილს
ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, ვინაიდან თუ სიტუაცია სწორად არ იქნება შერჩეული, ყველა მცდელობას უკუეფექტი ექნება.
გახსოვდეთ:
თუ შვილის გაკრიტიკებას ან მისგან ახსნა-განმარტების მიღებას აპირებთ, დაიცადეთ, სანამ მარტონი არ დარჩებით;
თუ შვილის შექებას აპირებთ, მაშინ, პირიქით, გააკეთეთ ეს სხვების თანდასწრებით, მით უმეტეს, თუ ეს მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან;
თუ საუბარი დაიწყეთ, მაგრამ მიხვდით, რომ დრო და ადგილი სწორად არ არის შერჩეული, უთხარით შვილს, რომ თუ წინააღმდეგი არ არის, საუბარს მოგვიანებით განაგრძობთ.
ვერ იზიარებთ შვილის გრძნობებს
მოზარდმა შესაძლოა დაირცხვინოს თავისი გრძნობებისა და ჩათვალოს, რომ ეს მას ასუსტებს ან სასაცილოდ წარმოაჩენს. ასე რომ არ მოხდეს:
აჩვენეთ თქვენი შეგრძნებები: „მე ვიგრძენი, რომ...“
აუხსენით ამ შეგრძნებების მიზეზები;
უთხარით, როგორ უმკლავდებით თქვენ მსგავს პრობლემას და რატომაა ნორმალური მისი გრძნობები.
არ გაქვთ შეთანხმების უნარი
შეთანხმებამდე მიუსვლელობა – ეს კიდევ ერთი დიდი პრობლემაა, რომელთანაც ბრძოლა მოგიწევთ.
გააცნობიერეთ და დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი შვილიც შეიძლება ცდებოდეს, ისევე, როგორც თქვენ.
ისწავლეთ შეცდომის გამოცნობა.
არ ახალისებთ შვილს
იყავით ფრთხილად, რომ დაუფიქრებლად არ გააძლიეროთ ის ქცევა, რომლის საერთოდ აღმოფხვრაც გინდათ. ეს შესაძლოა მოხდეს, თუ უმთავრესს – შვილის წახალისებასა და დაჯილდოებას დაივიწყებთ.
ზოგჯერ უბრალო შექება, ან მოზარდის მცდელობის შეფასებაც კი საკმარისია.
მომართული ხართ ნეგატივზე
მოზარდ შვილთან საუბრის დამთავრების საუკეთესო ვარიანტია ღიმილი.
დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ნებისმიერი დიალოგი შვილთან, კონფლიქტურიც კი, შერიგებითა და სიყვარულის გამოხატვით უნდა დასრულდეს.
დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ნებისმიერი დიალოგი შვილთან, კონფლიქტურიც კი, შერიგებითა და სიყვარულის გამოხატვით უნდა დასრულდეს.