https://sputnik-georgia.com/20230629/------279107799.html
თბილისის წყალმომარაგების სისტემის მთლიანი განახლება იგეგმება
თბილისის წყალმომარაგების სისტემის მთლიანი განახლება იგეგმება
Sputnik საქართველო
უახლოეს მომავალში GWP თბილისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. 29.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-29T23:14+0400
2023-06-29T23:14+0400
2023-06-29T23:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24701/50/247015028_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_10d7c62073d2e12731f76f8db39d5a6b.jpg
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. სისტემის სრულფასოვანი კვლევის საფუძველზე მზადდება თბილისის წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისა და სამუშაოების სამოქმედო გეგმა, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power (GWP)-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.GWP-ს მფლობელი Aqualia საქართველოში ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორია, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეიძინა. კომპანიაში ახალი ინვესტორის შემოსვლისთანავე სისტემის მდგომარეობის უპრეცედენტო შესწავლა და სიღრმისეული აუდიტი დაიწყო.კომპანიის ცნობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უახლოეს მომავალში თბილისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს.კომპანია Aqualia-ს აქციონერებმა, მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ფონდის IFM-ის წარმომადგენლებმა, FCC Aqualia-ს აღმასრულებელ დირექტორთან ფელიქს პარასთან და GGU ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთან ხოსე მიგელ სანტოს გონსალესთან ერთად Aqualia-ს მფლობელობაში არსებული „ჯივიპის“ ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულეს და ადგილობრივ მენეჯმენტთან ერთად თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ინვესტიციები განიხილეს.აქციონერების თქმით, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისის წყალმომარაგების ხარისხი და GWP-ს მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული განვითარებაAqualia-ს აქციონერები არიან უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები FCC (51%) და IFM (49%).ვიზიტის ფარგლებში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და ინვესტორები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ და ქვეყნისთვის წყალმომარაგების სფეროში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციის მნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24701/50/247015028_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_72e7dba7432927f1e90cbf5aa3473afb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება
თბილისის წყალმომარაგების სისტემის მთლიანი განახლება იგეგმება
უახლოეს მომავალში GWP თბილისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს.
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. სისტემის სრულფასოვანი კვლევის საფუძველზე მზადდება თბილისის წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისა და სამუშაოების სამოქმედო გეგმა, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power (GWP)-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
GWP-ს მფლობელი Aqualia საქართველოში ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორია, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შეიძინა. კომპანიაში ახალი ინვესტორის შემოსვლისთანავე სისტემის მდგომარეობის უპრეცედენტო შესწავლა და სიღრმისეული აუდიტი დაიწყო.
კომპანიის ცნობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უახლოეს მომავალში თბილისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს.
კომპანია Aqualia-ს აქციონერებმა, მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ფონდის IFM-ის წარმომადგენლებმა, FCC Aqualia-ს აღმასრულებელ დირექტორთან ფელიქს პარასთან და GGU ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთან ხოსე მიგელ სანტოს გონსალესთან ერთად Aqualia-ს მფლობელობაში არსებული „ჯივიპის“ ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულეს და ადგილობრივ მენეჯმენტთან ერთად თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ინვესტიციები განიხილეს.
აქციონერების თქმით, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისის წყალმომარაგების ხარისხი და GWP-ს მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული განვითარება
Aqualia-ს აქციონერები არიან უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები FCC (51%) და IFM (49%).
ვიზიტის ფარგლებში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და ინვესტორები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ და ქვეყნისთვის წყალმომარაგების სფეროში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციის მნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.