https://sputnik-georgia.com/20230629/--------279104886.html
კასპში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა
კასპში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
კაცმა შვილს თანასოფლელი ბავშვი აცემინა და ყველაფერი მობილურით გადაიღო. 29.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-29T20:04+0400
2023-06-29T20:04+0400
2023-07-05T14:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/67/234096720_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_3a70f74ecbf408b2813f566b3befea72.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მამაკაცს, რომელმაც 11 წლის შვილს 9 წლის თანასოფლელი აცემინა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა სოფლის ცენტრში თავის არასრულწლოვან შვილს თანასოფლელი აცემინა და ეს ყველაფერი მობილური ტელეფონით გადაიღო. მომხდარის შედეგად 9 წლის ბიჭი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.„გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივნისს კასპის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილი დაარწმუნა, რომ დაზარალებული ეცემა, ხოლო არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ბრალდებული შვილს მითითებებს აძლევდა და გასაშველებლად მისულ პირებს კონფლიქტის განეიტრალების საშულებას არ აძლევდა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.სამართალდამცველებმა 37 წლის მამაკაცი 27 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ძალადობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/67/234096720_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_877774beda229bcc87d78c6f6dabea3e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
კასპში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა
20:04 29.06.2023 (განახლებულია: 14:27 05.07.2023) კაცმა შვილს თანასოფლელი ბავშვი აცემინა და ყველაფერი მობილურით გადაიღო.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მამაკაცს, რომელმაც 11 წლის შვილს 9 წლის თანასოფლელი აცემინა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა სოფლის ცენტრში თავის არასრულწლოვან შვილს თანასოფლელი აცემინა და ეს ყველაფერი მობილური ტელეფონით გადაიღო. მომხდარის შედეგად 9 წლის ბიჭი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივნისს კასპის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილი დაარწმუნა, რომ დაზარალებული ეცემა, ხოლო არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ბრალდებული შვილს მითითებებს აძლევდა და გასაშველებლად მისულ პირებს კონფლიქტის განეიტრალების საშულებას არ აძლევდა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა 37 წლის მამაკაცი 27 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ძალადობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.