https://sputnik-georgia.com/20230629/---------279084811.html
ფინანსური დანაშაულებისთვის ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ფინანსური დანაშაულებისთვის ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
Sputnik საქართველო
ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ 7 მლნ ლარამდე ღირებულების უძრავი ქონება, ფულადი თანხა და კრიპტოვალუტა ჩამოერთვა. 29.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-29T14:00+0400
2023-06-29T14:00+0400
2023-07-05T14:20+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
თბილისის საქალაქო სასამართლო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/08/249389956_0:41:2936:1693_1920x0_80_0_0_3236b3dca6d3f68ae5d97a46debe9c0b.jpg
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის მსჯავრდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში არალეგალური გზით შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხა, რომელიც მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე განათავსა.თანხის ნაწილით ბრალდებულმა საქართველოში ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა, ქონების კანონიერად წარმოსაჩენად კი საგამოძიებო ორგანოს მის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ყალბი დოკუმენტაცია წარუდგინა.გამოძიების ეტაპზე პროკურატურამ ბრალდებულის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხა – 1,5 მლნ აშშ დოლარი და 107 ათასი ლარი დააყადაღა. ასევე ყადაღა დაედო მის მიერ შეძენილ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას, მათ შორის წყნეთში მდებარე აგარაკსა და თბილისში ორ საცხოვრებელ ბინას.გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ამოიღეს კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა BINANCE-ზე განთავსებული ბრალდებულის კუთვნილი კრიპტოვალუტა.სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის თანახმად, ბრალდებულს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 7 მლნ ლარამდე ღირებულების უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხა და კრიპტოვალუტა სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/08/249389956_312:0:2624:1734_1920x0_80_0_0_fc9fd48504eeccb7b7853d69dc94201f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ფინანსური დანაშაულებისთვის ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
14:00 29.06.2023 (განახლებულია: 14:20 05.07.2023) ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ 7 მლნ ლარამდე ღირებულების უძრავი ქონება, ფულადი თანხა და კრიპტოვალუტა ჩამოერთვა.
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების
ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის მსჯავრდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში არალეგალური გზით შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხა, რომელიც მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე განათავსა.
თანხის ნაწილით ბრალდებულმა საქართველოში ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა, ქონების კანონიერად წარმოსაჩენად კი საგამოძიებო ორგანოს მის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ყალბი დოკუმენტაცია წარუდგინა.
გამოძიების ეტაპზე პროკურატურამ ბრალდებულის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხა – 1,5 მლნ აშშ დოლარი და 107 ათასი ლარი დააყადაღა. ასევე ყადაღა დაედო მის მიერ შეძენილ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას, მათ შორის წყნეთში მდებარე აგარაკსა და თბილისში ორ საცხოვრებელ ბინას.
გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ამოიღეს კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა BINANCE-ზე განთავსებული ბრალდებულის კუთვნილი კრიპტოვალუტა.
სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის თანახმად, ბრალდებულს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 7 მლნ ლარამდე ღირებულების უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხა და კრიპტოვალუტა სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა.