ანდრეევი: ბალტიისპირეთში რუსოფობიამ იურიდიული ფორმა მიიღო

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2023
გამოწერა
თბილისი, 28 ივნისი − Sputnik. ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებების რუსოფობიურმა პოლიტიკამ ლეგალური ფორმა მიიღო, ეს გამოიხატება იმ პირების მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნასა და მუქარაში, ვინც მხარს უჭერს რუსეთს, განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმირ ანდრეევმა.
მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ებრძვიან არა მხოლოდ საბჭოთა მეომრების ძეგლებს, არამედ ისტორიასაც.

„ეს ასევე არის კონკრეტული საფრთხე ყველასთვის, ვინც მხარდაჭერასა და გაგებას, თანაგრძნობას გამოხატავს საერთაშორისო საქმეებში, საშინაო საქმეებში, უკრაინის ვითარებაში რუსეთის ხაზისადმი. ისინი მაშინვე ექცევიან სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხის ქვეშ. ეს არასწორია, ეს საშინელია, ეს არის რუსოფობია ასეთი სამართლებრივი ფორმით“, − განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

მისი თქმით, ასეთი პოლიტიკის მაგალითი გახდა ბალტიისპირეთში მემორიალური ღონისძიებების მონაწილეთა სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც რუსულ დღესასწაულებზე რუსეთის დროშებით გამოდიან.
ყველა ახალი ამბავი
0