https://sputnik-georgia.com/20230628/ojaxis-fsiqologi-gircevt-rodis-ar-unda-waxvidet-datmobaze-279047865.html
როდის არ უნდა წახვიდეთ დათმობაზე: დასახელდა ექვსი სიტუაცია
როდის არ უნდა წახვიდეთ დათმობაზე: დასახელდა ექვსი სიტუაცია
Sputnik საქართველო
მარკ ტვენი ხუმრობდა ხოლმე, როცა მე და ჩემი მეუღლე რაღაცაში ვერ ვთანხმდებით, როგორც წესი, ვაკეთებთ იმას, რაც მას სურს და ცოლი ამას კომპრომისს უწოდებსო... 28.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-28T17:17+0400
2023-06-28T17:17+0400
2023-06-29T09:04+0400
სასარგებლო რჩევები
ფსიქოლოგის რჩევები
ქალი და მამაკაცი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1c/279047663_588:526:2955:1857_1920x0_80_0_0_4bd5b598e2647ae06af6d649fbcb3084.jpg
მაგრამ თუ საკითხს სერიოზულად შევხედავთ, ღირს კი ყოველთვის დათმობა?ვნახოთ რას ამბობენ ოჯახის ფსიქოლოგები.რა არის კომპრომისი?როგორც სპეციალისტები ამბობენ, კომპრომისზე წასვლის უნარი ხანგრძლივი და ძლიერი ურთიერთობის საფუძველია. მართალია, მას ხშირად მორჩილებასთან აიგივებენ და სუსტი ადამიანების ხვედრად მიიჩნევენ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ურთიერთშეთანხმება, რომელსაც მხარეები დათმობით აღწევენ. ანუ, თითოეულმა მხარემ რაღაც უნდა გაიღოს, რათა შეთანხმებას მიაღწიონ და კონფლიქტი თავიდან აიცილონ.მიუხედავად ამისა, ზოგჯერ უბრალოდ აუცილებელია, რომ ადამიანმა საკუთარი პოზიციები არ დათმოს და კომპრომისზე არ წავიდეს.როდის არ ღირს კომპრომისზე წასვლაღირებულებებისა და რწმენის იძულებით თავს მოხვევის შემთხვევაშითქვენი პრინციპები არის ის, რაც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და რამაც ინდივიდად, პიროვნებად გაქციათ. თუ შეეცდებით ვინმე სხვად იქცეთ და იფიქროთ ისე, როგორც თქვენთვის ბუნებრივი არ არის, ადრე თუ გვიან თავს გაიუფასურებთ პარტნიორის და, რაც მთავარია, საკუთარ თვალში. ახალი „სწორი“ პრინციპების ხელოვნურად შექმნით ღალატობთ ყველაფერს, რისიც გწამდათ და რითაც ცხოვრობდით მანამდე.თავისუფლების შეზღუდვაერთმა პარტნიორმა მეორეზე რომ უნდა იზრუნოს, ეს ჩვეულებრივი და ფრიად მისაღები ამბავია. მაგრამ თუ საყვარელი ადამიანი გულდასმით აკონტროლებს, სად მიდიხართ და რამდენჯერ ხვდებით მეგობრებს, ეს უკვე საგანგაშო სიგნალია.მნიშვნელოვანია, პარტნიორს იმთავითვე გააგებინოთ, რომ გყავთ მეგობრები და გაქვთ პირადი სივრცე, რომელთაც და რასაც პატივი უნდა სცეს და არ უნდა შეეცადოს რაიმეს შეცვლას.კრიტიკა სასიკეთოდხშირად ისეც ხდება, რომ ერთი პარტნიორი მეორეს სამსახურსაც უწუნებს, ჩაცმის სტილსაც, მეგობრების წრესაც და სხვა ბევრსაც. თუ პარტნიორი გაიძულებთ შეცვალოთ ის, რაც თქვენთვის ძვირფასია, დათმოთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ, ნუ წახვალთ კომპრომისზე. დაიცავით თქვენი თვალსაზრისი. თუ მას ეჭვი ეპარება თქვენს დამოუკიდებლობაში, არ სჯერა თქვენი ძალებისა და შესაძლებლობებისა, შემდგომი ურთიერთობა მასთან უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.ოჯახისგან იზოლაციაარის შემთხვევები, როდესაც ერთ-ერთ პარტნიორს მეორის ახლო ნათესავების მიმართ ეჭვიანობა ეწყება და ცდილობს მათთან ურთიერთობა შეუზღუდოს საყვარელ ადამიანს.არადა, რაც უფრო იზრდება და ასაკში შედის ადამიანი, მით უფრო ენატრება და „ექაჩება“ ის ხალხი, ვისაც ის უპირობოდ უყვარს, უსიტყვოდ ესმის მისი, ვინც გაზარდა, ან ვისთან ერთადაც გაიზარდა. და როცა ამის გამო ურთიერთობებში ჯანყი მწიფდება, ადამიანს კიდევ უფრო მძაფრად უნდება იყოს იქ, სადაც თავს კარგად და უსაფრთხოდ გრძნობს. ეს პარტნიორს აბრაზებს და გაუგებრობა მძაფრდება.რაც უნდა ძლიერი გრძნობები გქონდეთ საყვარელი ადამიანის მიმართ, ნუ მისცემთ მას უფლებას, შეზღუდოს თქვენი ურთიერთობა ოჯახთან.განცდა, რომ ასე არ უნდა ხდებოდესინტუიცია მნიშვნელოვანი ორიენტირია. ზოგს ის ძლიერ აქვს განვითარებული, ზოგს − ნაკლებად. მაგრამ ზრდასრულ ადამიანს, წესით, უკვე უნდა ჰქონდეს დაგროვილი გარკვეული გამოცდილება, რომელიც მას საშუალებას მისცემს, დაახლოებით გამოიცნოს, როგორ განვითარდება სიტუაცია ამა თუ იმ შემთხვევაში. ამიტომ თუ რამემ დაგაყურადათ და შეგაშფოთათ, არ წახვიდეთ კომპრომისზე − ჯობს საკუთარ აზრზე დარჩეთ.გავლენა მესამე პირზეთუ თქვენი დათმობაზე წასვლით ვინმე სხვა რამენაირად ზარალდება, ჯობს გადაწყვეტილება სწორედ იმ სხვისი აზრის გათვალისწინებით მიიღოთ და არა დამოუკიდებლად. ასეთ დროს კომპრომისმა შესაძლოა ვინმე ძალიან ძვირფასს საფრთხე შეუქმნას, ან უსიამოვნება მოუტანოს.რატომ მივდივართ კომპრომისზე?ფსიქოლოგების განმარტებით, ყველაზე ხშირად ამის მიზეზი ჩვენს შიშებსა და კომპლექსებშია. ადამიანს ეშინია, რომ ვინმეს არ აწყენინოს, ვინმეს თვალში ცუდი არ გამოჩნდეს, არ აღმოჩნდეს გარიყული ან „თამაშგარე“ მდგომარეობაში და ა.შ.არადა, ზედმეტი სირბილე და ხშირი დათმობა არაკეთილსინდისიერ ადამიანებს კიდევ მეტად უბიძგებს, რომ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე იფიქრონ და თქვენ უბრალოდ გამოგიყენოთ.აუცილებელია მკაფიოდ დაიცვათ საკუთარი პოზიცია, რათა ასეთებს თქვენი სურვილებისა და ინტერესების ხელყოფის სურვილი არ გაუჩნდეთ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1c/279047663_244:0:2973:2047_1920x0_80_0_0_a67b437ae1409f924d51d94d195d35be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ფსიქოლოგის რჩევები , ქალი და მამაკაცი
სასარგებლო რჩევები , ფსიქოლოგის რჩევები , ქალი და მამაკაცი
როდის არ უნდა წახვიდეთ დათმობაზე: დასახელდა ექვსი სიტუაცია
17:17 28.06.2023 (განახლებულია: 09:04 29.06.2023) მარკ ტვენი ხუმრობდა ხოლმე, როცა მე და ჩემი მეუღლე რაღაცაში ვერ ვთანხმდებით, როგორც წესი, ვაკეთებთ იმას, რაც მას სურს და ცოლი ამას კომპრომისს უწოდებსო...
მაგრამ თუ საკითხს სერიოზულად შევხედავთ, ღირს კი ყოველთვის დათმობა?
ვნახოთ რას ამბობენ ოჯახის ფსიქოლოგები.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, კომპრომისზე წასვლის უნარი ხანგრძლივი და ძლიერი ურთიერთობის საფუძველია. მართალია, მას ხშირად მორჩილებასთან აიგივებენ და სუსტი ადამიანების ხვედრად მიიჩნევენ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ურთიერთშეთანხმება, რომელსაც მხარეები დათმობით აღწევენ. ანუ, თითოეულმა მხარემ რაღაც უნდა გაიღოს, რათა შეთანხმებას მიაღწიონ და კონფლიქტი თავიდან აიცილონ.
მიუხედავად ამისა, ზოგჯერ უბრალოდ აუცილებელია, რომ ადამიანმა საკუთარი პოზიციები არ დათმოს და კომპრომისზე არ წავიდეს.
როდის არ ღირს კომპრომისზე წასვლა
ღირებულებებისა და რწმენის იძულებით თავს მოხვევის შემთხვევაში
თქვენი პრინციპები არის ის, რაც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და რამაც ინდივიდად, პიროვნებად გაქციათ. თუ შეეცდებით ვინმე სხვად იქცეთ და იფიქროთ ისე, როგორც თქვენთვის ბუნებრივი არ არის, ადრე თუ გვიან თავს გაიუფასურებთ პარტნიორის და, რაც მთავარია, საკუთარ თვალში. ახალი „სწორი“ პრინციპების ხელოვნურად შექმნით ღალატობთ ყველაფერს, რისიც გწამდათ და რითაც ცხოვრობდით მანამდე.
ერთმა პარტნიორმა მეორეზე რომ უნდა იზრუნოს, ეს ჩვეულებრივი და ფრიად მისაღები ამბავია. მაგრამ თუ საყვარელი ადამიანი გულდასმით აკონტროლებს, სად მიდიხართ და რამდენჯერ ხვდებით მეგობრებს, ეს უკვე საგანგაშო სიგნალია.
მნიშვნელოვანია, პარტნიორს იმთავითვე გააგებინოთ, რომ გყავთ მეგობრები და გაქვთ პირადი სივრცე, რომელთაც და რასაც პატივი უნდა სცეს და არ უნდა შეეცადოს რაიმეს შეცვლას.
ხშირად ისეც ხდება, რომ ერთი პარტნიორი მეორეს სამსახურსაც უწუნებს, ჩაცმის სტილსაც, მეგობრების წრესაც და სხვა ბევრსაც. თუ პარტნიორი გაიძულებთ შეცვალოთ ის, რაც თქვენთვის ძვირფასია, დათმოთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ, ნუ წახვალთ კომპრომისზე. დაიცავით თქვენი თვალსაზრისი. თუ მას ეჭვი ეპარება თქვენს დამოუკიდებლობაში, არ სჯერა თქვენი ძალებისა და შესაძლებლობებისა, შემდგომი ურთიერთობა მასთან უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
არის შემთხვევები, როდესაც ერთ-ერთ პარტნიორს მეორის ახლო ნათესავების მიმართ ეჭვიანობა ეწყება და ცდილობს მათთან ურთიერთობა შეუზღუდოს საყვარელ ადამიანს.
არადა, რაც უფრო იზრდება და ასაკში შედის ადამიანი, მით უფრო ენატრება და „ექაჩება“ ის ხალხი, ვისაც ის უპირობოდ უყვარს, უსიტყვოდ ესმის მისი, ვინც გაზარდა, ან ვისთან ერთადაც გაიზარდა. და როცა ამის გამო ურთიერთობებში ჯანყი მწიფდება, ადამიანს კიდევ უფრო მძაფრად უნდება იყოს იქ, სადაც თავს კარგად და უსაფრთხოდ გრძნობს. ეს პარტნიორს აბრაზებს და გაუგებრობა მძაფრდება.
რაც უნდა ძლიერი გრძნობები გქონდეთ საყვარელი ადამიანის მიმართ, ნუ მისცემთ მას უფლებას, შეზღუდოს თქვენი ურთიერთობა ოჯახთან.
განცდა, რომ ასე არ უნდა ხდებოდეს
ინტუიცია მნიშვნელოვანი ორიენტირია. ზოგს ის ძლიერ აქვს განვითარებული, ზოგს − ნაკლებად. მაგრამ ზრდასრულ ადამიანს, წესით, უკვე უნდა ჰქონდეს დაგროვილი გარკვეული გამოცდილება, რომელიც მას საშუალებას მისცემს, დაახლოებით გამოიცნოს, როგორ განვითარდება სიტუაცია ამა თუ იმ შემთხვევაში. ამიტომ თუ რამემ დაგაყურადათ და შეგაშფოთათ, არ წახვიდეთ კომპრომისზე − ჯობს საკუთარ აზრზე დარჩეთ.
თუ თქვენი დათმობაზე წასვლით ვინმე სხვა რამენაირად ზარალდება, ჯობს გადაწყვეტილება სწორედ იმ სხვისი აზრის გათვალისწინებით მიიღოთ და არა დამოუკიდებლად. ასეთ დროს კომპრომისმა შესაძლოა ვინმე ძალიან ძვირფასს საფრთხე შეუქმნას, ან უსიამოვნება მოუტანოს.
რატომ მივდივართ კომპრომისზე?
ფსიქოლოგების განმარტებით, ყველაზე ხშირად ამის მიზეზი ჩვენს შიშებსა და კომპლექსებშია. ადამიანს ეშინია, რომ ვინმეს არ აწყენინოს, ვინმეს თვალში ცუდი არ გამოჩნდეს, არ აღმოჩნდეს გარიყული ან „თამაშგარე“ მდგომარეობაში და ა.შ.
არადა, ზედმეტი სირბილე და ხშირი დათმობა არაკეთილსინდისიერ ადამიანებს კიდევ მეტად უბიძგებს, რომ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე იფიქრონ და თქვენ უბრალოდ გამოგიყენოთ.
აუცილებელია მკაფიოდ დაიცვათ საკუთარი პოზიცია, რათა ასეთებს თქვენი სურვილებისა და ინტერესების ხელყოფის სურვილი არ გაუჩნდეთ.