https://sputnik-georgia.com/20230628/kiberdanasaulistvis-sam-pirs-titoeuls-6-wlit-patimroba-miesaja-279067417.html
კიბერდანაშაულისთვის დაკავებულ სამ პირს ექვს-ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
კიბერდანაშაულისთვის დაკავებულ სამ პირს ექვს-ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Sputnik საქართველო
მსჯავრდებულებმა მოქალაქის ანგარიშზე არსებული დიდი ოდენობით თანხა საკუთარ ანგარიშზე უკანონოდ გადარიცხეს და მიითვისეს. 28.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-28T20:26+0400
2023-06-28T20:26+0400
2023-06-28T22:34+0400
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c708abbe555ee74450a5c4ce5fc95a50.jpg
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ კიბერდანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო და თითოეულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიებამ დაადგინა, რომ 2021 წლის მაისში ბრალდებულებმა უკანონოდ შეაღწიეს დაზარალებულის ინტერნეტ-ბანკში და ანგარიშზე არსებული თითქმის 100 ათასი ლარი „საქართველოს ბანკში“ ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილ ანგარიშზე გადარიცხეს. შემდეგ კი თანხა ანგარიშიდან გაიტანეს და მიისაკუთრეს.სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და 284-ე (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია) მუხლებით წარედგინათ.პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცველ ორგანოებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_44eec6e4d4593f47a908e97efccd7a95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
კიბერდანაშაულისთვის დაკავებულ სამ პირს ექვს-ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
20:26 28.06.2023 (განახლებულია: 22:34 28.06.2023) მსჯავრდებულებმა მოქალაქის ანგარიშზე არსებული დიდი ოდენობით თანხა საკუთარ ანგარიშზე უკანონოდ გადარიცხეს და მიითვისეს.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ კიბერდანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო და თითოეულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2021 წლის მაისში ბრალდებულებმა უკანონოდ შეაღწიეს დაზარალებულის ინტერნეტ-ბანკში და ანგარიშზე არსებული თითქმის 100 ათასი ლარი „საქართველოს ბანკში“ ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილ ანგარიშზე გადარიცხეს. შემდეგ კი თანხა ანგარიშიდან გაიტანეს და მიისაკუთრეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და 284-ე (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია) მუხლებით წარედგინათ.
პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცველ ორგანოებს.